მერიამ ყურბან ბაირამისთვის 6 825 ლარის ხორცი იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ყურბან ბაირამისთვის 6 825 ლარის ხორცი იყიდა. თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ხორცის შესასყიდი თანხის გამოყოფა მარნეულის მერს, კენან ომაროვს ქალაქ მარნეულში მერის წარმომადგენელმა ელჩინ ჯაფარლიმ სთხოვა

„მოგახსენებთ, რომ ქ.მარნეულში ყოველწლიურად აღნიშნავენ ყურბან–ბაირამს. აღნიშული დღესასწაული წელს გაიმართება 28–29–30 რიცხვებში, დღესასწაულისთვის გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ ხორცი. ამიტომ, გაცნობებთ, რომ წელს ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად ასეთი ოჯახების ხორცით მოსამარაგებლად საჭიროა საქონელი (დაახლოებით 330 კგ ხორცი), 130 ოჯახისთვის სამყოფი (თითოეულ ოჯახზე დაახლოებით 2.5 კგ). გთხოვთ გაითვალისწინოთ და შეიძინოთ საქონელი, რათა სადღესასწაულო დღეებში შევძლოთ გაჭირვებულ ოჯახთა ხორცით უზრუნველყოფა.“ -
წერია მოხსენებით ბარათში.

მერიამ 325 კილოგრამი საქონლის ხორცი გამარტივებული წესით, ინდმეწარმე ჯამილ ხასმამედოვისგან შეიძინა. 1 კილოგრამი ხორცი ხასმამედოვმა მერიას 21 ლარად მიჰყიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები