როგორც ევროპაში - ელნურ ალისოი საქართველოს კულტურული მრავალფეროვნებისთვის
"პოლონეთში, როდესაც მივედით ვნახეთ, რომ ეროვნულ მუზეუმებში ათობით ბორჩალოური ხალიჩაა წარმოდგენილი. ზუსტად ასეა წარმოდგენილი, რომ ეს არის ბორჩალოიური ხალიჩა საქართველოდან. იქ არის აღიარებული, რომ ეს არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ყველგან, სადაც ვიყავით დავინახეთ, რომ ღირსეულადაა წარმოდგენილი, თუმცა თავის სამშობლოში, საქართველოში, ჯერჯერობით არ არის" - ამბობს სოლიდარობის მუზეუმის ხელმძღვანელი ელნურ ალისოი.


ბორჩალოური ხალიჩების ქსოვის ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ სოფელ ქოსალარში. წლებია ხალიჩების ქსოვითაა დაკავებული მეჰრიბან ჰასანოვა, როემლიც ამბობს, ქსოვა შრომატევადი საქმე და მისი კეთება თუ არ გიყვარს, არ გამოგივა. მეჰრიბანი ახლა ხალიჩებს ორგანიზაცია "ReWoven"- ისთვის ქსოვს.

ელნური აქტიურად ცდილობს იმ კულტურის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას, რაც საქართველოს მრავალფეროვნების ნაწილია. ვრცლად ნახეთ ვიდეო:


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები