ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის - მარნეულში სათემო კოალიცია შეიქმნა
ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის - მარნეულში სათემო კოალიცია შეიქმნა. კოალიცია მედიის, მერიის, საგანმანათლებლო სფეროს და სხვადასხვა ორგანიზაციების 30 მდე წარმომადგენლებს გააერთიანებს. კოალიციის ჩამოყალიბებაში ხელს უწყობს საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“.

„ბემონი“არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც „ბემონის“ წარმომადგენელი განმარტავს, ორგანიზაცია მუშაობს ახალგაზრდობასთან, სკოლების პედაგოგებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის დასანერგად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ჩამოყალიბდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სათემო კოალიცია, რომელმაც მიზნად დაისახა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის კოორდინირება. კოალიციაში თავი მოიყარა სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, ახალგაზრდული ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ეს პირველი შეხვედრა იყო, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილი გვაქვს იმისათვის, რომ კოალიცია თავის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და მერე ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მარნეულის მუნიციპალიტეტში მუშაობას.“ - თქვა თამარ სირბილაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სათემო კოალიციის მომდევნო შეხვედრა დაეთმობა კოალიციის სტრატეგიის შემუშავებას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები