ასაკი ბარიერი არ არის-მარნეულელი ვეტერანი ძუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
„შეჯიბრის დროს არ მიგრძვნია, საქართველოს დროშა მაღლა რომ დავინახე და ჰიმნი გაჟღერდა, მაშინ მივხვდი თუ რა კარგი საქ1მე გავაკეთე ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც“ - ამბობს 65 წლის გიგლა წიფიანი, რომელმახ ახლახანს ვეტერან ძიუდოიტებს შორის გამართულ ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გიგლა წიფიანი სყვარელი საქმის თაობებზე გადაცემას წლებია დიდი შემართებით ცდილობს.

გიგლას მსგავსად, ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტმა სანდრო იაკობაშვილმა.

„ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, ჩემი პატარა ჯუდოკები არიან. 70-80 მოქმედი ჯუდოკი გვყავს 8 გოგონა, დანარჩენი ბიჭები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ჩემი მიღწევით მოტივაციას ვაძლევ მომავალ თაობას. დიდი გეგმები გვაქვს, უახლოეს 8-10 წელში ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდ შედეგებზე გავალთ“ - ამბობს სანდრო იაკობაშვილი.

ბატონი გიგლა გახლავთ მარნეულში ძიუდოს დაარსებიდან ერთ-ერთი პირველი თაობის მწვრთნელი და სანდრო არის უკვე მესამე თაობის მწვრთნელი მწვრთნელებიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მარნეულში ძიუდოს განვითარებას აქვს მრავალწლიანი ტრადიცია. თანაბრად გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ როგორც ძიუდოს. ასევე იმ 19 სპორტის სახეობას, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს“ - თქვა სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა, მამუკა ნავერიანმა.

სპორტსმენების შესახებ მეტ ინფორმაციას ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეო ისტორიაში გაიგებთ:


ვიდეოს ავტორები: თიკო დავაძე, ამილ მამედოვი.

გარეკანის ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები