მარნეულის კულტურის სახლმა ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი თოჯინური სპექტაკლი წარადგინა
13 ივლისს, მარნეულის კულტურის სახლში ახალი სპექტაკლის „აისია“- ს დახურული ჩვენება მოეწყო.

თოჯინური სპექტაკლი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით წარადგინა. სპექტაკლს ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მააიკე ვან კოლდამი. როგოც ის რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, თოჯინურ სპექტაკლში მნიშვნელოვანი იდეა იყო ჩადებული.

“როგორც ნიდერლანდების ელჩი საქრთველოში, არაერთხელ ვარ მარნეულში ნამყოფი და რაც მომწონს, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეთნოსები თანაცხოვრობენ ერთად. მე ადრეც მქონდა ნანახი  არმენ ჰოვანესიანის თოჯინური წარმოდგენა და ვიქრობ, ის არის ძალიან ნიჭიერი ხელოვანი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დავუჭირეთ მხარი წარმოდგენას, რომელიც არის ტოლერატობაზე, სხვების კულტურის გაგებაზე, ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. ასევე რაც მომწონს არის, ის რომ ჩვენებები იქნება არა მარტო აქ, ქალაქის ცენტრში, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. ბედნიერი ვარ, რომ ნიდერლანდების საელჩომ მხარი დაუჭირა ამ ყველაფერს.“


კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო შავიშვილის თქმით, იგეგმება სპექტაკლის სოფლებში გატანაც. ვარაუდობს, რომ წარმოდგენები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში შემოდგომიდან დაიწყება.

„თქვენ ნახეთ სპექტაკლი „აისია“, რომელიც შეიქმნა კულტურის ცენტრის და ნიდერლანდების საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ თვითონ სპექტაკლს. თავდაპირველადვე ჰქონდა მნიშვნელოვანი იდეა და ეს იდეა გადმოცემული იყო სპექაკლის საშუალებით. როგორც ნახეთეს სპექტაკლი განკუთვნილია 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და სპექტაკლები კიდევ ორი დღის განმავლობაშ გაიმართება მარნეულის კულტურის სახლში."



სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი ტატო გელიაშვილია. პიესაზე თამთა ტაბატაძემ და ტატო გელიაშვილმა იმუშავა. სპექტაკლის მარიონეტები კი არმენ ჰოვანესიანმა შექმნა.



სპექტაკლი ,აისია" 14-16 ივლისს მარნეულის კულტურის ცენტრში 15:00 საათზე გაიმართება.

სპექტაკლი განკუთვნილია 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

დასწრება თავისუფალია, ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 577 961 872

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები