მარნეულის საჯარო სკოლებში 1723 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა. მარნეულის საჯარო სკოლებში 1723 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ გვითხრა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად მარნეულში ახალი სასწავლო წლისათვის 2 000 მდე მოსწავლე რეგისტრირდება. პირვეკლასელი არ ეყოლება მარნეულში წელს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას. სოფელი ოფრეთსა და წერაქვში არცერთ პირველკლასელს არ გაუვლია რეგისტრაცია.

მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლაა. პირველკლასელთა რეგისტრაცია ყოველწლიურად ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურდათ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაიარეს.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპი უზრუნველჰყო საჯარო სკოლამ კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები