მარნეულის ორ სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთისა და წერაქვის სკოლას არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ გვითხრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაცია სულ 1 723 -მმა პირველკლასელმა გაიარა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია ყოველწლიურად ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურდათ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაიარეს.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპი უზრუნველჰყო საჯარო სკოლამ კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები