მარნეულის 56 სკოლაში დირექტორებად მოვალეობის შემსრულებლები დარჩებიან
დღეს, 2 აგვისტოს, სკოლის დირექტორების კანდიდატებისათვის გასაუბრება დაიწყო. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრები ქვემო ქართლის აპლიკანტებისათვის 16 აგვისტდან დაიწყება. მარნეულის მუნიციპალიტეტის 56 საჯარო სკოლაში არცერთი დირექტორბის კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.

74 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 17 კანდიდატია, აქედან 15 სკოლას მხოლოდ ერთი დირექტორობის კანდიდატი ჰყავს. ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ მოგვაწოდა და აღნიშნა, რომ ორი ან მეტი კანდიდატი მარნეულის სამ სკოლას ჰყავს.

„შულავერის მე-2 საჯარო სკოლაში-2 კანდიდატი, მარნეულის მე-2 სკოლაში-2 კანდიდატი, წერეთლის სკოლაში კი 3 დირექტორობის მსურველი კანდიდატი დარეგისტრირდა.“ - აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.

ამავე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დირექტორობის კანდიდატებზე მომზადებული ბიულეტენი
სადაც ვკითხულობთ, რომ საჯარო სკოლების 81,6 %-ში ამჟამად მიმდინარე სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება. სოფლის, თემის, და დაბის 1595 სკოლიდან 753 სკოლაში სკოლის დირექტორობის კანდიდატი რეგისტრირებული არ არის. სოფლის, თემის და დაბის საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის ზუსტად 10%-ში (159 სკოლაში 1595 საჯარო სკოლიდან) იქნება კონკურსი და სკოლის დირექტორის არჩევის რეალური შესაძლებლობა კონკურენციის საფუძველზე.

დაბალია კონკურენცია სკოლებში, რომლებსაც ერთი ვადით ნამუშევარი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავთ, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, მეორე ვადით იყვნენ არჩეული. როგორც ჩანს, ასეთ სკოლებში კონკურენციაში ნაკლებად შევიდნენ ახალი კანდიდატები.

რამდენად რეალურია დირექტორების არჩევნების პროცესი?

  • სკოლის დირექტორობის სერტიფიცირებულ კანდიდატს კონკურსით განსაზღვრული აქვს უფლება, შეარჩიოს მისთვისსასურველი არაუმეტეს სამი სკოლისა, სადაც სურს სკოლის დირექტორობა. სკოლების შერჩევა ხდება კანდიდატის მიერ. სკოლის დირექტორობის კანდიდატი ალაგებს მის მიერ შერჩეულ სკოლებს შერჩევის პრიორიტეტების მიხედვით (პირველი პრიორიტეტი, მეორე პრიორიტეტი, მესამე პრიორიტეტი);
  • სამივე პრიორიტეტული არჩევანის შედეგებს თუ შევაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ 2074 სკოლიდან 798 სკოლაშიდირექტორობის არცერთი სერტიფიცირებული კანდიდატი არ დარეგისტრირებულა (ანუ სკოლების 38,5%-ს სერტიფიცირებული დირექტორი ვერ ეყოლება).
  • 894 სკოლაში - მხოლოდ ერთი კანდიდატია (სკოლების საერთო რაოდენობის 43,1%) დარეგისტრირებული, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს კონკურენციას და შეჯიბრებითობას და არჩევნების შესაძლებლობას.
  • ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების 81,6%-ში სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება და მხოლოდ 382 სკოლაში მიმდინარეობს რეალური კონკურსი სკოლისდირექტორების შესარჩევად (სკოლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 18,4%-ში)

ამავე თემაზე: 74 საჯარო სკოლა და მხოლოდ 3 გამოცდაჩაბარებული დირექტორი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები