გამოცდების შედეგები ცნობილია - მარნეულელი აბიტურიენტების შთაბეჭდილებები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 1+4 პროგრამით გამოცდაჩაბარებული აბიტურიენტების შედეგები გამოაქვეყნა. სოფელ მუხრანას მცხოვრებმა ფიალა ნოვრუზოვამ ზოგადი უნარების გამოცდაში 62 ქულა აიღო. ფიალას თქმით, საგამოცდო საკითხები რთული არ იყო.

"საერთო ჯამში 62 ქულა შეაგროვა. 39 მათემატეკაში, 23 კი ლოკიგაში. კარგად ვიყავი მომზადებული. ელვირ მასწავლებელის მეშვეობით ასეთი მაღალი ქულა მივიღე. მათემატიკური ნაწილიც არ იყო რთული. ლოკიგური ნაწილზეც ბევრს ველოდებოდი მაგრამ ცოტა მივიღე ქულა. ლოკიგური ნაწილი ცოტა რთული იყო. ბიზნესის მართვაზე მინდა ჩაბარება. მაგიტომ პირველი ილიას უნივერსიტეტი მაქვს ჩაწერილი. „

18 წლის გუნელ გულმემედლი სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ზოგადი უნარების გამოცდაში 63 ქულა შეაგროვა. გუნელი ამბობს., რომ რეპეტიტორის მეშვეობით მიიღო ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ მომზადებისას მას რიგითი პრობლემები ჰქონდა, მისთვის სასურველი ქულა შეაგროვა.

"გამოცდა ადვილი იყო ჩემთვის. შედეგად ლოკიგაზე 25, მათემატიკაზე კი 37 ქულა შევაგროვე. რა თქმა უნდა ელვირ მასწავლებლის მეშვეობით მივაღწიე ამას.მე დაბალზე ვფიქრობდი. მაგრამ კარგი შედეგია. ელვირ მასწავლებელმა მითხრა კარგ შედეგებს ველოდებიო შენგანო. მე არ ველოდი ამდენს. მე ჯავახიშვილს ან ილია ვფიქრობ. პირველი ჯავახიშვილი დავწერე. ფსიქოლოგიაზე მინდა სწავლა. მომზადებაზე წასვლა წამოსვლა ჩემთვის შორს იყო. ტრანსპორტის პრობლემაც მქონდა. მაინც შუა გზაზე ვერ დავტოვებდი ჩემს განათლებას".

სოფელ ზემო სარალის მკვიდრი ფერიდ გოჯაევი აცხადებს რომ ჯერ მე-11 კლასშია. გამოცდაზე გასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

"მასწავლებელმა მითხრა კარგად სწავლობო. ამიტომ ჩემი თავის გამისაცდელად შევედი ტესტირებაზე. 62 ქულა შევაგროვე. ამდენს არ ველოდი. ლოგიკაში 23 ქულა შევაგროვე. ლოგიკა ცოტა რთული იყო მათემატიკა ადვილი იყო. უბრლოდ შრომა უნდა"

რეპეტიტორმა ელვირ ჰასანოღლუმ რადიო მარნეულს გაუზიარა შთაბეჭტილებები. განაცხადა რომ წელსაც როგორც ყოველთვის მისმა სტუდენტებმა მაღალი ქულა შეაგროვეს.

"8 წელია ვამზადებ სტუდენტებს. 8 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტმა მოსწავლემ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა. მხოლოდ წელს 200 მოსწავლე სტუდენტი გახდა. ჩემს პირად პროგრამას ვიყენებ. წლებია ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ამიტომ გამოცდა ადვილად გვეჩვენება მე და ჩემს მოსწავლეებს. ვფიქრობ საქმეს რომ აკეთებ არ არის საკმარისი პროფესიონალი იყო. ამასთან ერთად ეს საქმე უნდა გიყვარდეს. წელსაც როგორც ყოველთვის ბევრი გრანტის მომპოვებელი სტუდენტია".

აღსანიშნავია რომ წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ასევე აზერბაიჯანულებივანი აბიტურიენტებისტვის გათვალისწინებული უნარების გამოცდა 18 ივლისს ჩატარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები