მერიამ „One Caucasus” - ის ფესტივალისთვის 42 00O ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „One Caucasus” - ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 42 00O ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მუსიკალური ფესტივალი მარნეულში, სოფელ წერაქვში აგვისტოს თვეში გაიმართება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შისყიდოს საკონცერტო სცენის მოწყობა, სცენის ეფექტებითა და განათებებით მოწყობის მომსახურება, გახმოვანების აპარატურით მომსახურება, ხმის რეჟისორისა და ასისტენტის მოწვევა, განათების რეჟისორის მოწვევა, საკონცერტო სცენის მოწყობა და დიზელ- გენერატორი.

ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 12-15 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული აპარატურა, მოწყობილობები და შესაბამისი მომსახურება (შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას) 2023 წლის 24 აგვიტოსდან 27 აგვისტოს ჩათვლით, უწყვეტად 4 დღის განმავლობაში.

ფესტივალი „One Caucasus „ მარნეულში 2014 წლიდან იმართება და ის მუნიციპალიტეტში ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია. ფესტივალზე დასწრება უფასოა, ასევე, ტრანსპორტირება თბილისიდან და მარნეულიდან. ფესტივალის პერიოდში შეგიძლიათ ისარგებლოთ გამოყოფილი უფასო საკარვე ზონით.

„მოემზადეთ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის One Caucasus Festival-ზე, სადაც სხვადასხვა კულტურა ხვდება ერთმანეთს! ერთად ვიზეიმოთ ხელოვნების, კულტურისა და ერთიანობის ენერგიული დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაერთიანებთ ხელოვანებს, მუსიკოსებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.“ - წერია „One Caucasus „ - ის ფეისბუქ გვერდზე.

რას უნდა ელოდოთ:
ერთობლივი საერთაშორისო მუსიკალური პროექტები, რომლებშიც მონაწილეობენ მუსიკოსები კავკასიიდან და მის ფარგლებს გარეთ.

გასაოცარი ვიზუალური ხელოვნების პროგრამა, რომელსაც შექმნიან თანამედროვე ხელოვანები სოფელ წერაქვში.

აღმოაჩინე მრავალფუნქციური One Caucasus-ის ქალაქი, სივრცე, შექმნილია არქიტექტორების, მოხალისეების და ადგილობრივების მიერ, რომელიც სავსეა მრავალფეროვანი ინტერდისციპლინური აქტივობებით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები