გამოცდების შედეგები ცნობილია - აბიტურიენტები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ
გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 1+4 პროგრამით ჩარიცხული აბიტურიენტების შედეგებიც ცნობილია.

სადახლოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა 17 წლის გულნაზ ისკენდეროვა 69 ქულა მიიღო. ახლა გულნაზს ყველაზე დიდი ოცნება აქვს, ჩააბაროს სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე.

"მე 69 ქულა შევაგროვე. 30 ვერბალური ნაწილიდან, 39 კი მათემატიკური ნაწილიდან. ჩემთვის მათემატიკური ნაწილი ადვილი იყო. მე ფარზ მასწავლებელთან დავდიოდი მოსამზადებლად. კითხვების უმეტესობა ნაცნობი თემებიდან იყო. მომზადების პერიოდი ცოტა რთული იყო. წასვლა-წამოსვლა მიშლიდა ხელს მომზადებაში. მაგრამ სირთულის მიუხედავად გამოცდა კარგად ჩავაბარე. პირველ რიგში ილიას უნივერსიტეტი დავწერე. ინგლისურ ფილოლოგიაზე მინდა სწავლა", - გულნაზ ისკენდეროვამ განაცხადა.

ბოლნისიდან მარნეულში მოსამზადებლად წამოსული აიდან ნაბიევა რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს რომ გამოცდა მისთვის არ იყო რთული.

"მე 17 წლის ვარ. ბოლნისის რაიონის სოფელ გოჩულუში (ჭაპალა) ვცხოვრობ და სოფლის სკოლა დავამთავრე. მე მოსამზადებლად ფარზინ მასწავლებელთან დავდიოდი. ძალიან კარგად მასწავლიდა. 64 ქულა შევაგროვე გამოცდაზე. ვფიქრობდი მათემატიკაზე ბევრ ქულას შევაგროვებდი. მათემატიკა ძალიან ადვილი იყო. მაგრამ ლოკიგაზე ამდენს არ ველოდი. გამოცდა ჩემთვის ადვილი იყო. მათემატიკაზე მინდა სწავლის გაგრძელება ჯავახიშვილში. მოსამზადებელიც ადვილი იყო ჩემთვის“, - აიდან ნაბიევა აცხდებს.

გამოცდა წარმატებით ჩააბარა კასუმლოში მცხოვრებმა გულასარ ტაგიევამაც. მან უნარების გამოცდაში 58 ქულა მიიღო.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარო და გავაგრძელო ჩემი განათლება. დღეს კი ძალიან მიხარია იმიტომ, რომ უკვე სტუტენტი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძნელი და საინტერესო იყო აბიტურიენტობის პერიოდი. ამ შედეგს ველოდებოდი იმიტომ, რომ ბევრს ვმეცადინეობდი და ვიცოდი, რომ ამ მეცადინეობის შედეგი კარგი იქნება. თან ჩემი ახლობლეები პირველ რიგში ჩემი ოჯახი და მასწავლებლები ყოველთვის ჩემთან იყვნენ. მინდა მადლობას გადავუხადო ჩემს ოჯახს. რა თქმა უნდა ამ შედეგის მიღებაზე ჩემს მასწავლებლებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ისინი ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან. ფარზინ მაშადიევი და სეფიადინ გუსეინოვი. სეფიადინ მასწავლებელმა მასწავლა მათემატიკა თან მასწავლა თან შემიყვარა. ყოველთვის მეუბნებოდა რომ ისწავლე, შენ უმაგრესი მათემატიკოსი იქნები! ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ფარზინ მასწავლებელს კი ამ წელს გავიცანი ძალიან იღბლიანი ვარ რომ ის ჩემი მასწავლებელია! ყოველთვის ჩემთან იყო, მირჩევდა ყველაზე მაგარს, ერთი სიტყვით უკარგესი მასწავლებელია! სამომავლოდ კი ვგეგმავ ვიყო მათემატიკოსი“.

ბოლნისის სოფელ გოჩულუს სკოლის კურსდამთავრებული ნაზრინ გაფაროვმა 61 ქულა შეაგროვა და ამბობს რომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა.

„მომზადება ჩემთვის ადვილი იყო, ნიჭი მქონდა. ადამიანი როცა ბევრს შრომობს მიაღწევს მიზანს. მომზადების გარდა დამატებითი წიგნებიც უნდა გაიმეორო. საშინაო დავალების გარდა სხვა დავალებებზეც უნდა იმუშაოთ. მასწავლებელი 5 დავალებას თუ გაძლევს, თქვენ უფრო მეტი გააკეთეთ. სხვა წყაროებიდან გააკეთეთ დავალებები. ასე უფრო კარგ შედეგებს მიაღწევთ. გამოცდაზე 61 ქულა შევაგროვე. მეც არ ველოდი ამ ქულას. ვმეცადინეობდი მაგრამ არ ველოდი ამდენს თუ მივიღებდი. მე მაქსუმუმ 55-56 ქულას ველოდებოდი“, - ამბობს ნაზრინ გაფაროვა აცხადებს.

17 წლის ნურხან ჰაჯიევი სოფელი ალგეთიდანაა. მან საშუალო განათლება N1 საჯარო სკოლაში მიიღო. ნურხანს სურს თავისი განათლება სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელოს.

„მე გამოცდაშ 58 ქულა შევაგროვე. მათემატიკური ნაწილი ადვილი იყო. მაგრამ ვერბალური ნაწილი რთული. მომზადებამ კარგად ჩაიარა. ფარზ მასწავლებელი კარგად ატარებს გაკვეთილებს. გამოცდაზდე ვნერვიულობდი. მე სამედიცინოში მინდა ჩავაბარო. მინდა სტომატოლოგი გამოვიდე“,
- ამბობს ნურხან ჰაჯიევი.

რეპეტიტორი ფარზინ მაშადიევი 7 წელია რაც სტუდენტებს ამზადებს. მისი თქმით , სტუდენტის მომზადება დიდ პასუხიმგებლობას ითხოვს.

„სტუდენტობის წლებიდან აბიტურიენტებს ვამზდებ, უკვე 7 წელია. ეს არა რის ჩემთვის რთული, უბრალოდ პასუხისმგებლობას ითხოვს. წელს 60-მდე აბიტურიენტი მყავდა. მომზადება მშვიდი, ნაყოფიერი და გასართობი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს ერთი დონის კითვებია. 90%-მდე ბარიერი გადალახეს, ცოტა ნაწილმა კი ბარიერზე ახლო ქულა შეაგროვა. თვის ბოლოს გაირკვევა ჩაირიცხეს თუ არა. სკოლაშ გაკვეთილებზე ვარ დატვირთული და დიდ დროს ვერ ვნახულობ აბიტურიენტებისთვის, მაგრამ რაც შემიძლია ვამზადებ. მე სულ ვცდილობ სკოლისთვის უფრო დიდი ყურადღება მივაქციო. მოსწავლეებს არ დასჭირდეს დამატებითი მომზადება. დღემდე ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი სტუდენტი მყავდა, მაგრამ დაახლოებით 500-მდე იქნებოდა. სულ მაღალია შედეგები. ეს დიდ პასუხისმგებლობას ითხობს სტუდენტი რომ მოამზადო“, - ამბობს ფარზინ მაშადიევი.

აღსანიშნავია, რომ წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგელნები ასევე აზერბაიჯანელი აბიტურიენტებისთვის გათვალსიწინებულუ უნარების გამოცდა 18 ივლისს ჩატარდა. უნარების შედეგები კი 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Bizə məktəbdən bildirdilər ki, 29 aprel tarixində
Tbilisidə keçirilən aksiyaya gediləcək”, - Bu barədə
kimliyinin gizli qalmasını istəyən Marneulinin kəndlərindən birində
işləyən müəllim bildirdi.
16:53 / 26.04.2024