მარნეულის მერიის მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად ფოკუს ჯგუფებში მონაწლეობაა შესაძლებელი
მარნეულის მუნიციპალიტეტი USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყებს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესს. კვლევის ფარგლებში ჩატარდება ორი ფოკუს ჯგუფი. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.

„შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საქმიანობა და მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხი. ამ მიზნით, 15 აგვისტოს გიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების, სათემო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და აქტიურ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღოთ ფოკუს ჯგუფში და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე მონაწილეობითი პროცესების შესახებ. ფოკუს ჯგუფი გაიმართება ონლაინ შეხვედრის ფორმატში. სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 13 აგვისტოს ჩათვლით“ – წერია მერიის ფეისბუქ გვერდზე

https://docs.google.com/…/1FAIpQLSfn0QSlW906VrxqKF…/viewform

თითოეული ფოკუს ჯგუფის შემადგენლობა : 8- 12 ადამიანი.

მონაწილეები შეირჩევიან სექტორული ბალანსის კრიტერიუმის დაცვით. შერჩეულ მონაწილეებს ფოკუს ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის შემდგომ მიეწოდებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები