მედიაწიგნიერების სკოლებში ინტეგრირება - გადაცემა აქტუალური თემა
რადიო „მარნულის“ გადაცემა აქტუალური თემაში ვსაუბრობთ პროექტ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ შესახებ რომლის ფარგლებშიც, სკოლებში არჩევითი საგანი დაემატება და მაღალი კლასისი მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისწავლონ ინფორმაციის დამუშავება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ადამიანები ყოველდღიურად ვხდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში სინამდვილის გარკვევა გვიჭირს.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა ახლახანს გამოაქვეყნა საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი და უნდა აღნიშნოს, რომ სახარბიელო მდგომარობა ამ თვალსაზრისით არც ქვემო ქართლში გვაქვს. გადაცემაში სწორედ მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ. „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მთანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე გადამზადდნენ პედაგოგები. ტრეინგები ჩატარდა მათ შორის მარნეულში.

ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან: კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა დახუნდარიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნატალია ინგოროყვა. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი მაკა მენთეშაშვილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები