სოფელ ჩანახჩის მოსწავლეები სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს ახალ აშენებულ სკოლაში დაიწყებს. როგორც ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, მანანა მანუკიანი ამბობს, 15 სექტემბერს ახალ რეაბილიტირებულ შენობაში სწავლას 20 მოსწავლით დაიწყებენ.

„ყველაფერი მზადაა, აღჭურვილია ინვენტარით, ძალიან ლამაზი სკოლაა და გვიხარია, რომ ვაგონების შემდეგ, ახალ სკოლაში შევალთ“ - გვითხრა მანანა მანუკიანმა.


სკოლა, სადაც ჩანახჩელები სწეავლობდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2019 წელს დაჰპირნენ, რომ მათ ვაგონებიან სკოლას, ძველ იატაკს, ჩამოხეულ შპალერს და ძველ მერხებს, ახალი, კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო დაწესებულება შეცვლიდა. სკოლის მშნებლობა დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთი პერიოდი სამუშაოები შეჩერებული იყო.

პროექტი სახელმწიფომ 1.6 მილიონი ლარით დააფინანსა.

ამავე თემაზე: ვაგონში მიღებული განათლება

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები