როდის დაიწყება სწავლა მარნეულის ბაღებში
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულია ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები 15 სექტემბერს იწყება, სასკოლო მზაობის ცენტრებს გაერთიანება 18 სექტემბერს გახსნის. მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე, მხოლოდ 11 ბაღი იმუშავებს, რაც 2000-ზე მეტი რეგიტრირებული აღსაზრდელისთვის საკმარისი არაა. ბაგა ბაღების გაერთიანების, ზაურ ქარამოვის თქმით, სიტუაციის გაუმჯობესებას მომავალი წლიდან ელოდებიან. მაშინ როდესაც სამი ახალი ბაღი აშენდება.

„ერთი ბაღი უკვე აშნებულია (ე.წ დევნილების დასახლებაში) და ვფიქრობთ, რომ ნოემბრის თვეში გაიხსნება. ასევე, სავარაუდოდ. ყიზილაჯლოს ბაღი გაიხსნება იანვრიდან. სადაც ბავშვების რაოდენობა გაზრდილია, მათი ბაღები დახურულია და ამიტომაც არის დიდი რაოდენობა. მათი თანამშრომლები გადადიან დამტებით ჯგუფებში დამატებით აღმზრდელებად ან ძიძად. თითო ჯგუფში ოთხი იქნება (ძიძა და პედაგოგი). უნდა ვთქვათ ისიც რომ მარნეულში ჯამში 10 ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. როგორც მე ვიცი, წელს 3 ბაღი აშენდება, მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ჯანდარის სკოლის გვერდით გვექნება ერთი ბაღი, ერთი წერეთელში და ერთი შულავერში.“


ზაურ ქარამოვი განმარტავს, რომ ბაღების პრობლემას 3 ახალი შენობა ვერ მოაგვარებს, თუმცა ფიქრობს, რომ 10 ახალი სააღმზრდელო დაწესებულების შემთხვევაში პრობლემა აღმოიფხვრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 15 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მარნეულში 3 ბაღის მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონზე მეტი გამოიყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები