17 სექტემბერს მარნეულში "მარნეულობა 2023" აღინიშნება
17 სექტემბერს „მარნეულობა 2023“ აღნიშნება. ღონისძიება ცენტრალურ პარკში, „კიდევაც დაიზრდებიან“- ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. „მარნეულობა 2023“-ს მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს სთორი + 128 900 გაუწევს ორგანიზებას. „მარნეულობა - 2023“ი-ს პროექტის მიხედვით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 18 თემი და თითოეული მათგანი წარმოადგენს მისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს, კულტურასა და მუსიკალურ ნომრებს.

„მოწვეული იქნებიან რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები, რომლებიც წარმოადგენენ მათთვის დამახასიათებელ
ტრადიციულ კუთხეებს. ფერმერებს და მეწარმეებს გამოეყოფათ სპეციალური საგამოფენო სივრცე, იგივე „ეთნო ბაზარი“, სადაც მოეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ბაზრობა. გასართობ სივრცეში წარმოდგენილი იქნება დრამერების შოუ, ანიმატორების შოუ, საბავშვო ატრაქციონები, თოჯინების თეატრი. ძეგლის მიმდებარე მოედანზე განთავსდება საკონცერტო სცენა სადაც ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა ადგილობრივ ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ჯგუფებს, აგრეთვე ინდივიდუალურ შემსრულებლებს. საღამოს საათებში გაიმართება გალა კონცერტი მოწვეული მომღერლების და ბენდის მონაწილეობით. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით“
. - აღნიშნულია ღონისძიების პროექტში.


მარნეულობა - 2023“-ზე დაჯილდოვების ცერემონიაც გაიმართება, სადაც საპატიო მარნეულელს, წლის საუკეთესო სპორტსმენსა და წლის საუკეთესო ხელოვანს დააჯილდოვებენ. მათ საჩუქრად გადაეცემათ ლითონისაგან ჩამოსხმული ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ და 1 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო.

აღსანიშნავია, რომ ქალაქების მთავარი დღესასწაულები ყოველწლიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება. მათგან ერთ-ერთი ემთხვევა მარნეულში გასამართ ღონისძიებას. 17 სექტემბერს „ზუგდიდობა 2023“-ს აღნიშნავენ ზუგდიდში.

გარეკანის ფოტო" რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1