რამდენი მოსაწავლე ჩაირიცხა მარნეულიდან უმაღლეს სასწავლებელში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2023 წელს 1+4 პროგრამით უნივერსიტეტში 406 სტუდენტი მოხვდა, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდებით 106. რადიო „მარნეულის“ გადაცემა „მნიშნველოვან დეტალში“ საუბრისას მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგეელმა ირმა დავაძემ განაცხადა, რომ იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტებიც არიან.

„406-მა სტუდენტმა ჩააბარა 1+4 პროგრამაზე, ხოლო 106-მა ერთიანი ეროვნული გამოცდებით. მათგან, ყველაზე მაქსიმალური, 100%-იანი დაფინანსება მიიღო ანა ასანიძემ, თეკლა დოკვაძემ და ლუკა ჯაჯანიამ 70%-იანი დაფინასება, ხოლო ეთო ფანგანმა და ანანო ხარშილაძემ 50%-იანი, ძალიან გვასახელეს და დანარჩენებიც ძალიან წარმატებით მოხვდნენ. მინდა ავღნიშნო, რომ 106 მოსწავლიდან, მართალია ქართული სკოლები დაამთავრეს, მაგრამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 26 ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო 6 ეთნიკურად სომეხი მოსწავლე იყო. ძალიან საამაყოა, რომ ასე წარმატებულად ჩააბარეს ეს გამოცდები“. - განაცხადა ირმა დავაძემ

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ივნისში დაიწყო. სექტემბრის დასაწყისიდან ცნობილი გახდა იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სწავლის უნივერსიტეტებში გაგრძელების უფლება მოიპოვეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები