„მარნეულობა 2023“ -ზე ნინო ჩხეიძე და ღამის შოუს ბენდი იმღერებს
„მარნეულობა 2023“ -ზე ნინო ჩხეიძე და ღამის შოუს ბენდი იმღერებს. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული.

„აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ღონისძიება „მარნეულობა“ პირველად ტარდება და მარნეულის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი კულტურის, სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების წარმოჩენას ემსახურება.“


ღონისძიების ადგილი: ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერი

პროგრამის დასაწყისი: 13:00 საათი

  • 13:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
  • 14:00 - მუზეუმი ღია ცის ქვეშ - მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარიის დეგუსტაცია და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა;
  • 14:00 – 15:00 საბავშვო გასართობი შოუ ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით;
  • 14:30 - მასტერკლასები: ყურძნის დაწურვა საწნახელში, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება;
  • დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა;
  • 15:00 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ანსამბლი ჰუჯაბი;
  • ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა;
  • 18:30 – 19:10 - მომღერალი ნინო ჩხეიძე;
  • 19:10 – 20:10 - ღამის შოუს ბენდი;
  • 20: 10 - ფეიერვერკი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტი ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება!

ამავე თემაზე: 17 სექტემბერს მარნეულში "მარნეულობა 2023" აღინიშნება
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები