საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მიერ
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად,
ქართველებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა
გახანგრძლივდა. თუ აქამდე განაცხადების მიღების ბოლო ვადად 1-ლი
ნოემბერი სახელდებოდა, ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ქართველებს
რეგისტრაციის გავლა 15 დეკემბრამდე შეეძლებათ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს და
მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე
ცხოვრობენ.
ცნობისათვის, რუსული მედიის ინფორმაციით, 2024-25 სასწავლო წელს
რუსულ
უნივერსიტეტებში ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვოტით
ჩასარიცხად საქართველოდან განაცხადი 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა უკვე
წარადგინა. კვოტა კი 200 ადგილს შეადგენს და საქართველოდან
აბიტურიენტებს რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტს შორის სთავაზობენ
არჩევანს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში არ შედის
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე,
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო
ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.