„2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით
მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის
დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით“,
– ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ მომზადებულ კანონპროექტში „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც
საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.
როგორც სამინისტროს განმარტებიდან ჩანს, გაანალიზებულ იქნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს
მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად
ბავშვების რაოდენობა, რომელთაც 2024 წლის 16 სექტემბრიდან 1
დეკემბრამდე და 2025 წლის 16 სექტემბრიდან 1 იანვრამდე უსრულდებათ 6
წელი, საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით უკვე
არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს
მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან
დაკავშირებით.
„შესაბამისად, მიზანშეწონილია 2024-2025 სასწავლო წელს
დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის
შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი
შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1
დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე
სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში,
დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო
წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით“, – ვკითხულობთ „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა ჩამონათვალში.