„ეტალონის“ კონკურსში ჯანდრის სკოლის მოსწავლე მეორე ადგილზე გავიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯანდარის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მუჰამედ ზარგაროვმა 2023 წლის „ეტალონის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. 19 დეკემბერს ჩატარებულ შეჯიბრში მუჰამედ ზარგაროვმა მეორე ადგილი დაიკავა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ეს წარმატება მოულოდნელი იყო და დიდი სტიმულის მიმცემია. მუჰამედმა განაცხადა, რომ საქართველოს ეტალონ მოსწავლედ გასახდომად ყველაფერი იღონა.

„პროექტის შესახებ წინა წლებიდან მქონდა ინფორმაცია. შარშან და წინა წლებში ეტალონში ვიღებდი მონაწილეობას. მეორე ტურში კი გავდიოდი, მაგრამ მესამე ტურში ვერ გავედი რამდენიმეჯერ. მაგის მერე სულ ჩართული ვარ ამ პროექტში. წელს უფრო მეტად მოვემზადე ვიდრე წინა წლებში. უფრო დიდი სურვილი მქონდა. პირველ ტურში სკოლის პირველობა მივიღე, მეორე ტურში რაიონის პირველობა, მესამე ტურში კი საქართველოს მაშსტაბით მეორე ადგილის მფლობელი გავხდი. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წლებში პროექტებს შევუერთდები, წარმატების მიღწევას გავაგრძელებ. ამ შეჯიბრის შესახებ მე ინფორმაცია მომაწოდეს, სტიმული მომცეს კლასის დამრიგებელმა და სკოლის ხელმძღვანელობამ. ამასთან ერთად მადლობას ვუხდი მასწავლებლებს რომლებმაც მხარი დამიჭირეს, მშობლებს, მეგობრებს, ჩემს დას და ძმას ვუხდი მადლობას“, - აცხადებს მუჰამედ ზარგაროვი

საქართველოს ეროვნული ინტელექტუალური ჩემპიონატი „ეტალონი“ 19 დეკემბერს ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეჯიბრზე საქართველოს მასშტაბით 37 მუნიციპალიტეტიდან შერჩეული მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

ჯანდრის საჯარო სკოლის დირექტორის ვუსალ ბაირამოვის თქმით, მუჰამედ ზარგაროვის წარმატება სკოლისთვის კარგი შედეგია.

„ჩვენთვის და ჯანდრის სკოლისთვის ლამაზი დღე იყო. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ეტალონის პროექტის ხელმძღვანელობას. ასეთი ლამაზი ცოდნის შეჯიბრი დააორგანიზეს. პირველ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის 75 სკოლა იღებდა მონაწილეობას. 75 სკოლიდან ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მუჰამედ ზარგაროვმა ორივე ტური წარმატებით გაიარა. 100 კითხვიდან 95 სწორად უპასუხა. გუშინ კი საქართველოს 37 მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შორის შეჯიბრი გაიმართა. ჯანდრის სკოლის მოსწავლე მუჰამედ ზარგაროვი მეორე ადგილზე გავიდა. ჩემი ხელმძღვანელობის დღიდან, 2017 წლიდან დღემდე, ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან კონკურსებში. სულ კარგი შედეგებისთვის იბრძვიან. ეს ჩვენი სკოლისთვის დიდი წარმატებაა და სკოლის მოსწავლეებისთვის მოტივაციაა“, - აცხადებს ვუსალ ბაირამოვი

აღსანიშნავია, რომ წელს პირველი ადგილის მფლობელი ვახანისის საჯარო სკოლის მოსწავლე დავიდ მაღრაძე გახდა. მესამე ადგილზე კი თბილისის ნომერ N219 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ბაინდურიშვილი გავიდა. შეჯიბრში პირველ ადგილას გასულს 1 000 ლარიანი, მეორე ადგილას გასულს 800 ლარიანი, ხოლო მესამე ადგილას გასულს 500 ლარიანი სასაცუქრე ბარათები, განათლების სმაინისტროს სახელით კი დიპლომი გადასცეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები