რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მარნეულელ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
28 დეკემბერს მარნეულში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მასწავლებლები იღებდნენ მონაწილეობას. ეკონომიკის დოქტორის, აიგულ ისაევას თქმით, შეხვედრაზე ის პრობლემები და საკითხები განიხილეს რომელიც მასწავლებლებს აწუხებს.

„მასწავლებლების სურვილით ჩატარებულ ღონისძიებაზე ინკლუზური განათლების სისტემაში მომუშავე სპეც მასწავლებლების, პედაგოგიგური კოლეჯის კურსდამთავრებულების წინ მდგარი პრობლემები, ასევე მასწავლებლების პრობლემები განვიხილეთ. მასწავლებლებს აქვთ უფლება საგნის გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩააბარონ, მაგრამ ასეთი შესაძლებლობები ინკლუზიური განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებისთვის დღემდე არ არსებობს“.

აიგულ ისაევამ პედაგოგიგური კოლეჯის კურსდამთავრებულების წინაშე არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს განათლების კანონმდებლობის მიხედვით მასწავლებლობისთვის საბაკალავრო დიპლომის არსებობა აუცილებელია.

„ზოგმა მასწავლებელმა აზერბაიჯანში დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი. მათ დიპლომში დამწყები კლასის მასწავლებლად მუშაობის უფლებამოსილება წერია. აღნიშნული მასწავლებლებიდან ზოგიერთმა საგნის გამოცდიდან 1 კრედიტი შეაგროვეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღეს. საგნის გამოცდიდან 10 კრედიტის შმგროვებლებლებს კი სტატუსს არ აძლევენ. ამის მიზეზად კი საბაკალავრო დიპლომის არ არსებობას ასახელებენ“.

შეხვედრაზე ის საკითხები მოისმინეს, რომელიც მასწავლებლებს აწუხებს და მოდევნო შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს, რის შემდგომაც სამთავრობო უწყებებში გასაგზავნს მიმართვას დაუჭირეს მხარი. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები