ტოპ-10 ქვეყანა, სადაც ქართველი სტუდენტები სასწავლებად გააგზავნეს
საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022-23 წლებში ქვეყნიდან 723 სტუდენტი გაიგზავნა, ხოლო 2021-22 წლებში - 484.

ამასთან, 2022-23 წლებში საქართველოდან გაგზავნილი 723 სტუდენტიდან ყველაზე მეტი, 22% გერმანიაზე მოდის, რომელსაც აშშ და ესპანეთი მოსდევს.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ტოპ-10 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
  • გერმანია - 157 სტუდენტი
  • აშშ - 82 სტუდენტი
  • ესპანეთი - 56 სტუდენტი
  • ლიეტუვა - 57 სტუდენტი
  • თურქეთი - 54 სტუდენტი
  • საფრანგეთი - 49 სტუდენტი
  • იტალია - 42 სტუდენტი
  • პოლონეთი - 38 სტუდენტი
  • ავსტრია - 34 სტუდენტი
  • ჩეხეთის რესპუბლიკა - 20 სტუდენტი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები