"პირველკლასელთა შორის 15 წლის მოსწავლეებიც არიან"
2023-2024 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 634 311 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის, 305 945 გოგოა, ხოლო ბიჭი - 328 366.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1-ელ კლასში 55 806 მოსწავლე სწავლობს.

ოფიციალურ მონაცემების თანახმად, პირველკლასელთა შორის ირიცხებიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც არიან: 15 წლის (2 მოსწავლე), 12 წლის (1 მოსწავლე), 11 წლის (9 მოსწავლე), 10 წლის (15 მოსწავლე), 9 წლის (74 მოსწავლე), 8 წლის (399 მოსწავლე), 7 წლის (15 851 მოსწავლე) და 6 წლის (39 455 მოსწავლე).

"საქსტატის" ინფორმაციით, 15 წლის პირველკლასელებიდან 1 გოგონაა, 1 კი - ბიჭი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები