ხალხმრავლობა მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან
მარნეულში ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან დილიდან ხალხმრავლობაა. დღეს, 3 ივნის, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო. მშობლების რიგი დილიდან არ წყდება და  აღსაზრდელების დასარეგისტრირებლად საბუთებით ხელში მომარჯვებულები დგანან. რადიო მარნეულთან საუბრისას ზოგი უკმაყოფილებას გამოხატავს.

„აქ, ყველა სოფელი ერთ დღეში დაამთხვიეს და რიგის გამო ვერავინ ვერ შედის შიგნით. რვა საათიდან მოვიდნენ და წვალობენ. თანამშრომლებიც ცოდონი არიან, ვერ ასწრებენ. ვფიქრობ, ვინც სოფლიდან ვართ, რეგისტრაცია სოფელში უნდა გაგვევლო. „

„ იმხელა რიგია, 7 საათიან მოვიდა ზოგი.“

„მარნეულში 4-5 ბაღია. თუ მოასწარი და დარეგისტრიტდი კარგია თუ არა ისე დარჩები. ბავშვი დავუტოვეთ მეზობელს და დედა აქ წვალობს. არავინ აქცევს ყურადღებას.“

„ ვერაფერიც ვერ გააკეთეს, ბავშვი შეიყვანეს შიგნით მე დავრჩი გარეთ. უკან მიმყავს ახლა და არც დაარეგისტრირეს.“ - გვეუბნება მოსახლეობა.


თუ რამდენი აღსაზრდელის დაარეგისტრირა უკვე ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, რეალურად გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობა ადგილების და არსებობს თუ არა სარეზერვო სისტემა, ამ კითხვებით დაკავშირებას ჩვენ ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსთან ზაურ ქარამოვთან დილიდან ვცდილობთ, თუმცა ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები