გაზეთი „გურჯისტანის“ ყოფილი რედაქტორი გარდაიცვალა
გაზეთი „გურჯისტანის“ ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი, პოეტ-პუბლისისტი, ნასიბ ნასიბოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნასიბოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ გაზეთ გურჯისტანის რედაქტორის მოადგილე ბინათ ალიოღლუმ დაუდასტურა. განაცხადა, რომ ნასიბ ნასიბოვის გარდაცვლება საქართველოს აზერბაიჯანლებისთვის დიდი დანაკარგია.

აღსანიშნავია, რომ ნასიბ ნასიბოვი 1938 წელის 18 მარტს მარნეულის სოფელ დიდ მუღანლოში დაიბადა. საშუალო განათლებაც იმავე სოფელში მიიღო. სკოლის დამთავრების მერე ქალაქ ბაქოში წავიდა, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 1961 წელს, უმაღლესის დამთავრების, შემდეგ თავის სოფელში დაბრუნდა და კულტურის სახლის დირეტორად იმუშავა.

ნასიბოვი 1963 წლიდან გაზეთი გურჯისტანში მუშაობდა და განყოფილების უფროსი გახდა. ის ამასთანავაე, 1993 წლიდან 2000 წლამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს აკადემიის უცხო ენათა კატედრაში მასწავლებლად, შემდეგ კი მთავარ მასწავლებლად მუშაობდა.

ღირსების ორდენის მფლობელი ნასიბოვი 1987 წელს გამოცემული 21 000 სიტყვიისგან შემდგარი „ქართულ-აზერბაიჯანული ლექსიოკონის“ თანაავტორი სულეიმან სულეიმანოვთან და ვენერა ჯანგიძესთან ერთადაა.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები