ჰუბერტ ქნირში გარდაბნის საბავშვო თეატრ BEEZ-ს ესტუმრა (ფოტო)
25 იანვარს მარნეულში ვიზიტის შემდეგ, გარდაბანში გამგზავრებული გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში საბავშვო თეატრ BEEZ-ს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ელჩი თეატრში შექმნილ პირობებს გაეცნო. გაცნობის შემდეგ მოეწყო თეატრის ახალგაზრდა მსახიობებისა მიერ მომზადებული პატარა სცენების დემონსტრირება. BEEZ-ის საბავშვო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბინალი ისლამოღლუმ მარნეულის რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ბატონმა ქნირშიმ შეაქო გაწეული სამუშაო. მისი თქმით, სასიხარულოა გარდაბანში ასეთი თეატრის აქტიურობა. მან აღნიშნა, რომ იცის ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია და ამ საქმეში წარმატებები გვისურვა. ბატონი ჰუბერტის სტუმრობა ჩვენს თეატრში მშვენიერი და მნიშვნელოვანი დღე იყო თეატრის თანამშრომლებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი თეატრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ბინალი ისლამოღლუმ, საბავშვო თეატრი BEEZ-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა თეატრის ბავშვებს საჩუქრები გადასცა. მერე ერთობლივი ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ახალგაზრდებს 25 იანვარს ხულდარაში, მარნეულის მერიაში და მარნეულის ჩაის სახლში შეხვდა. ელჩის ბოლო შეხვედრა ბავშვთა თეატრში იყო.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები