საქართველოს აზერბაიჯანული თემის ისტორიული ძეგლებისათვის ოფიციალური სტატუსის მისაღებად ახალი პროექტი დაიწყო

„სოლიდარობის მუზეუმმა“ საქართველოს აზერბაიჯანული თემის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად,

ოფიციალური სტატუსის მოსაპოვებლად და ცნობადობის გაზრდის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის მასშტაბით ექსპედიციები ჩატარდება. ექსპედიციაზე სპეციალისტები ძეგლების ფიზიკურ მდგომარეობას დააკვირდებიან, რის შემდეგაც შესაბამის ანგარიშებს მოამზადებენ. პროექტის ფარგლებში მონიტორინგი გაუკეთდება მუნიციპალიტეტების მუზეუმებში ეთნიკური უმცირესობების კულტურის წარმოჩინებას, ასევე მოხდება მუნიციპალური ბიუჯეტის ანალიზიც, თუ რა სახსრებია გამოყოფილი ეთნიკური უმცირესობის კულტურის დაცვისა და ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

პროექტი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჩატარებული კვლევის შედეგები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიეწოდება და გასაჯაროვდება.

სოლიდარობის მუზეუმი 2017 წელს დაარსდა. მუზეუმის შექმნის ძირითადი მიზანი საქართველოში ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობებოს ორგანიზება და მათი იურიდიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რათა მათ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობა დაიცვან. მუზეუმის წევრები რამდენიმე წელია რაც ქვემო ქართლში უძრავი ქონების მემკვიდრეობის მონიტორინგით არიან დაკავებულნი. ისინი ეძებენ, პოულობენ და იკვლევენ ძეგლებს და სახელმწიფოს მხრიდან მათ დარეგისტრირებას და დაცვას უზრუნველყოფენ.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები