თბილისში სტუდია „ერა ფილმის“ მიერ გადაღებული ფილმის „უკან დაბრუნება“ პრეზენტაცია გაიმართა (ფოტო)
28 მაისს თბილისში სტუდია „ერა ფილმის“ მიერ გადაღებული ფილმის „უკან დაბრუნება“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს „მწვანე მთვარის“ (იეშილაი) ორგანიზაციის პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მეთოდების“ ფარგლებში გადაღებული ფილმის თემა საყოფაცხოვრებო პრობლემები და ლუდომანიაა (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება).

ფილმი „უკან დაბრუნების“ სცენარის ავტორი და რეჟისორი ელნურ ველიზადე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გადაღების დროს ტექნიკურად პრობლემებს შეხვდნენ, მაგრამ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. იმედოვნებს, რომ მაყურებლებს ფილმი მოეწოენბათ.

„ტექნიკური მხრით ჩვენი აღჭურვილობ ძალიან დაბალი იყო. არ იყო ისეთი აღჭურვილობა რომელიც ჩვენს საჭიროებებს დააკამყოფილებდა. მაგალითად, ჩვენი ძირითადი საჭიროება იყო მიკროფონი. ძალიან ვეცადეთ, რომ მიკროფონის არ არსებობა ფილმში არ ვაგრძნობეინოთ. ფილმში ერთ-ორ ადგილას შეგიძლიათ იგრძნოთ რომ იქ მიკროფონი არაა გამოყენებული. რაც შეგვეძლო შევეცადეთ. მაყურებელს 30 წუთიანი ფილმი შესაძლოა დიდი არ ეჩვენოს, მაგრამ ეს ჩვენი ყველაზე გრძელი ფილმია. ფილმზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, ვიმედოვნებთ, რომ მაყურებელს მოეწონება. ველოდები მათ დადებით თუ უარყოფით შეფასებას. ფილმის თემა საზოგადოებაში არსებული საოჯახო-საყოფაცხოვრებო პრობლემები, ფინანსური სირთულეების მიერ შექმნილი პრობლემები და ამ პრობლემებისაგან შორს ყოფნის გზებია. ისიც მინდა აღვნიშნო რომ ეს ჩვენი პირველი საქმე არაა, არც ბოლო საქმე იქნება. ამის მერე ახალი სპექტაქლებით, ახალი ფილმებით დავდგებით მაყურებლის წინაშე“, - აცხადებს რეჟისორი

ველიზადემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა რომ მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლებით წარსდგებიან.

„ახლო მომავალში აბდურეჰიმ ბეი ჰაგვერდიევის ნამუშევარი „ვინ არის დამნაშავეს“ დავდგამთ. ამის მერე კი ნიკოლაი გოგოლუნის „ერთი გიჟის სამახსოვრო რვეულის“ სპექტქლი იქნება. იქ მთავარ როლს მე ვითამაშებ. რეჟისორი კი ანარ რაფიგოღლუ იქნება. პირველი სპექტაქლი, რაც ვთქვი, მისი რეჟისორი კი ნამიგ ჰაჯიევი იქნება. მაყურებლებს ძალიან ლამაზი სპექტაქლი იქნება. „ვინ არის დამნაშავე“ კომედიის ჟანრია. ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, გასართობი და ძალიან ლამაზი სპექტაკლი იქნება. შეუძლიათ მოვიდნენ და უყურონ. მეორე სპექტაქლი კი ფსიქოლოგიური ჟანრია. ამის გარდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება გაგრძელდება. 3, 5, 7 წუთიანი ფილმები გვექნება და მაყურებლებს წარვუდგენთ“, - თქვა ელნურ ველიზადემ

ფილმზე დაახლოებით 20-მდე ადამიანი მუშაობდა. მთავარ როლებს ალი შარიფოვი, მარიამ ალიევა და მაიარ სეიდიევა ასრულებენ.

„ფილმში მეორეხარისხოვან როლებს ბენიამინ კასუმოღლუ, სემა სადიგი და სხვა პირები ასრულებენ. ამის გარდა, ეპიზოდურ როლებში ჩვენი მეგობრებიც იყვნენ. ვიმედოვნებ რომ მსახიობები მოეწონებათ მაყურებლებს. ფილმი თბილისშია გადაღებული“. - განაცხადა ელნურ ველიზადემ

პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო თბილისი პალასში და მონაწილოებას იღებდნენ თიკას თბილისის კოორდინატორი სალიჰა გუნერ ბაირაქტარი, თურქული ავიაციის საქართველოს ხელმძღვანელი შერაფედინ ეკიჯიმ, საქათველოს იეშილაის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია რომ ფილმიი უკან დაბრუნება ახლო მომავალში სსხვა რეგინებშიც იქნება წარდგენილი.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები