„ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდები მწვანე აქტივიზმისთვის“ - პროქტის შედეგების პრეზენტაცია
„დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდები მწვანე აქტივიზმისთვის“ შედეგების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია.

პროექტის ფარგლებში „სოლიდარობის მუზეუმი“ ახალგაზრდებთან ერთად ახორციელებდა აქტივობებს, რომლებიც გრძელვადიან შედეგებზე იყო ორიენტირებული. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა ხეების დარგვა იყო. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სოლიდარობის მუზეუმის“ დამფუძნებელი ელნურ ალისოი ამბობს, ქვემო ქართლის მასშტაბით მათ 417 ხე დარგეს. მცენარეების უმრავლესობა, მარნეულში დაირგო. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიღწევად ელნურ ალისოი მაკულატურის გადამუშავების მდგრადი სისტემა ჩამოყალიბებას ასახელებს.

„სოლიდარობის მუზეუმი ორგანიზაცია ჰიუგესთან ერთად ვაკეთებდით პროექტს. ჩვენი დონორი ორგანიზაცია ლიეტუვას საელჩო იყო. იცით, რომ ქვემო ქართლში, ეთნიკური უმციორესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში გვაქვს ბევრი გამოწვევა გარემოს დაცვის მიმართულებით. იქნება ეს ჰაერის თუ ნიადაგის დაბინძურება. ამიტომ ამ სფეროს სჭირდება ხოლმე აქტივისტები. ჩვენ ვმუშაობთ მოსწავლეებთან, მოზარდებთან და სტუდენტებთან. ისეთ აქტივობებს ვაკეთებთ, სადაც მათი ჩართულობა არის უზრუნველყოფილი. ამით ისინი კარგად აცნობიერებენ თუ რა ხდება გარშემო. ბევრი აქტივობა გავაკეთეთეთ. იყო პროფესიონალური დაკვირვება პრობლემებზე 30 საველე სამუშო პიობებში, დმანისში, ბოლნისში, გარდაბანში, რუსთავსა და მარნეულში. მთელი რიგი პრობლემები დავადგინეთ, რის შემდეგაც დავიწყეთ სკოლებთან და მოსწავლეებთან მუშაობა. ჩვენ ასევე გავაკეთეთ დასუფთავების 20 აქცია დმანისში, ბოლნისში, გარდაბანში, 100-ზე მეტი ნარჩენებით სავსე ტომარა მივიტანეთ ურნებთან. აქციაში დაახლოებით 120 ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგი აქტივობა იყო ჩიტის სახლების მომზადება 74 ჩიტის სახლი 8 მუნიციპალიტეტის 18 ლოკაციას ვაჩუქეთ. ბოლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჩვენთვის ის, რომ მაკულატურის გადამუშავების მდგრადი სისტემა ჩამოვაყალიბეთ, სდადაც ქვემო ქართლის ფარგლებში 20 ზოგადსაგანნმანათლებლო დაწესებულება და 16 ორგანიზაცია ჩაერთო. დავდგით მაკულატურის მოსაგროვებელი ყუთები, რომელიც შპს „კრიალამ“ ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ მოგვცა. პერიოდულად მოხდება ამ მაკულატურების ამოღება და სამაგიეროდ კომპანია და სოლიდარობის მუზეუმი მივცემთ ორგანიზაციებს ან სკოლებს წიგნებს ან ნერგებს წასახალისებლად“ - ამბობს ელნურ ალისოი

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ორგანიზაციებს გადაეცად სერტიფიკატები. პანელური დისკუსია დაეთმო თემას „გარემოსდაცვითი პრობლემები ქვემო ქართლში და გამოსავლის გზები“

გარეკანის ფოტო: ნაშირ ორდუხანოვი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები