თბილისში ღონისძიება „თურქის დიდებული გამარჯვება“ ჩატარდა (FOTO)
7 დეკემბერს თბილისში მოქმედ მირზა ფატალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმში ღონისძიება „თურქის დიდებული გამარჯვება“ ჩატარდა. ღონისძიება „ახალგაზრდების წილი საზოგადოებრივი გაერთიანების“, „აზერბაიჯან-თურქეთის სურსათის უვნებლობის საზოგადოებრივი გაერთიანების“ და საბავშვო თეატრი „ბიზის“ პარტნიორობით „შუშას წელი“-ს ფარგლებში ჩატარდა. ამის შესახებ საბავშვო თეატრი ბიზის მხატვრული ხელმძღვანელი ბინალი ისლამოღლუ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში ფესტივალიც გაიმართა. საქართველდან ფესტივალში ჩართულმა ახალგაზრდებმა თავიანთი ნახატებით სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოაჩინეს.

ბინალი ისლამოღლი აღნიშნავს, რომ გამოფენის პარალელურად ჩატარდა კონკურსი „თურქის დიდებული გამარჯვება“. კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა კი აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გასამართი კონკურის შემდეგ გახდება ცნობილი.

თბილისში ჩატარებული ღონისძიება პროექტის ხელმძღვანელმა მეჰსეთი ჰუსეინოვამ გახსნა, სტუმრებს მიესალმა და მათ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შემდგომ კი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვა გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი რამელ ლატიფოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიზული მირზოევი, პროექტში მონაწილე ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები