მარადისში სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობა გაიხსნა
დღეს, 9 დეკემბერს, სოფელ მარადისში სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. პროექტი CENN, HEKS-EPER-ის ფინანსურური მხარდაჭერით „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” - ის ფარგლებში ხორციელდება. სათბურის დათვალიერების შესაძებლობა ჰქონდა დონორ და განმახორციელებელ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მედიასაშუალებებსაც. როგორც რადიო „მარნეულს“ CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ უთხრა, მარადისში სათბურის გახსნის ღონისძიება გაზაფხულზეც ჩატარდება, რომელიც უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.



“ორი წლის წინ, HEKS-EPER-ის დახმარებით დავიწყეთ პროექტის განხორციელება ქვემო ქართლში მარნეულში, რომლის მიზანიც იყო კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება. იცით, რომ კლიმატი იცვლება და მთელი მსოფლიოს საზოგადოება ცდილობს გააკეთოს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირენული ეკონომიკა. სოფლის მეურნეობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ქავემო ქართლისათვის. იმდენად დეფიციტურია უკვე წყლის რესურსები და ტემპერატურაც ისე შეიცვალა, რთული ხდება ამ ზეგავლენასთან ადაპტირება. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო შეგვექმნა კოოპერატივი ისეთ რეგიონში, სადაც არის მოწყვლადი თემი, აქცენტი გაკეთდა ქალთა კოოპერატივზე“
- თქვა ნანა ჯანაშიამ.

სოფელ მარადისში შექმნილი ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მწვანე მარადისი“, ათ ადგილობრივს აერთიანებს. კოორპერატივის ერთ-ერთი წევრი, ნაირა ბოლქვაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლებია სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებული, არ ჰქონდათ პროდუქტების სწორად მოყვანის შესაძლებლობა. პროეტის მეშვეობიით აიმაღლეს ცოდნა ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოების პრინციპებზე.



„ჩვენ, ქალებს, ძალიან გვიყვარს ჯგუფურად მუშაობა და კოოპერატივი ამ ყველაფერში ძალიან გვეხმარება. ვისწავლეთ ყველაფერი, რაც სოფლის მეურნეობას ეხება. ჯერ ტრენინგები გავიარეთ, შემდეგ საქმეს შევუდექით. ჩვენ სოფლის მეურნეობას მივყვებოდით, თუმცა ასეთი თანამედროვე სტანდარტებით ამ ყველაფერს ვერ ვაკეთებდით. ახლა გვაქვს უკვე სათბური, სადაც ასიათასობით ჩითილს გამოვიყვანთ. ადრე ასეთი ხარისხის პროდუქტები ვერ მოგვყავდა, სენის აგრონომი ამ ყველაფერში გვეხმარება.“ - ამბობს ნაირა ბოლქვაძე.

როგორც ჩვენთან საუბარში CENN-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერმა, სანდრო გუჯაბიძემ აღნიშნა, კლიმატის ცვლილების პირობებში აუცილებელია დავიცვათ მცენარეები. სასათბურე მეურნეობა კი ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მცენარეების დასაცავად. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ბოსტნეულთან.

ბროკოლის დათესვის პროცესი

ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მეურნეობებზე გადასვლა, ვინაიდან, ჩვენ როდესაც გვინდა კლიმატის ცვლილებას ვუპასუხოთ ასეთი რეზისტეტული ჯიშებით. ეს ჯიშები და მასალა როგორც წესი ძვირადღირებულია ხოლმე, ამიტომ ჩითილების მეთოდით წარმოება, ფაქტობრივად, მინიმუმამდე ამცირებს თესლის დანაკარგებს, რაც შეიძლება გვქონდეს ნიადაგში პირდაპირი თესვის პირობებში“



მარადისში სასათბურე მეურნეობის მოწყობაში CENN-თან ერთად მონაწილეობას იღებდა კომპანია „კარტლისი“ . როგორც კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელმა, ლელა გვასალიამ თქვა, მათმა კომპანიამ ორგანიზება გაუწია სათესლე მასალის სწორად შერჩევას და მის მოწოდებას.

„ჩვენი კომპანია 25 წლიანი გამოცდილებით ყოველთვის მზად არის ასეთი სახის თანამშრომლობისთვის. მითუმეტეს ასეთი რეგიონისთვის, როგორიც არის მარნეული, სადაც ზუსტადაა გამიზნული კლიმატოგონივრული პროექტის მორგება. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ვუპასუხოთ ასეთ გამოწვევებს“ - თქვა ლელა გვასალიამ


მარადისში სადემონსტრაციო ნაკვეთის გახსნის ღონისძიება ორგანიზებული იყო „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI”- ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები