ჰოროსკოპი
24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გამოსაცდელი პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან უდიდეს ძალისხმევას და არასტანდარტულ შეხედულებებს მოითხოვს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე ან რომანტიკული თავგადასავალი გელით. მხარდაჭერას იმ ადამიანებისგან მიიღებთ, ვისგანაც არ ელით.

კურო

სავარაუდოდ, დაუსრულებელი საქმე, უსიამოვნო სიახლე ან მტანჯველი ფიქრები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. შინაგანი წონასწორობის აღსადგენად, ვარსკვლავები მოგზაურობას ან სუფთა ჰაერზე გასეირნებას გირჩევენ. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, ეცადეთ, სახლიდან მოშორებით მეტი დრო გაატაროთ.

ტყუპები

ეს დღე სიმშვიდით და სულიერი ჰარმონიით დაგამახსოვრდებათ. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია. სიყვარულისა და ახალი ნაცნობობის დღეა. პროფესიონალური საქმიანობის სფეროში და საქმიან დოკუმენტებზე მუშაობა წარმატებული იქნება. სავარაუდოდ, პირადი და საქმიანი შეხვედრები გელით. გამორიცხული არ არის მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება.

კირჩხიბი

შესაძლებელია, შინაგანმა შფოთვამ და ცუდმა წინათგრძნობამ მოდუნების საშუალება არ მოგცეთ. საკუთარ გრძნობებში უკეთ გასარკვევად, შეიძლება დასვენების დღეების სახლიდან მოშორებით გატარება გადაწყვიტოთ, მაგრამ ეს მძიმე წინათგრძნობებისგან არ გაგათავისუფლებთ. გრძნობებში გაურკვევლობამ შეიძლება თქვენი რეპუტაცია დააზიანოს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაართულოს.

ლომი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის გამოცდის მორიგი ეტაპი იწყება. ნებისმიერი საქმე მეტ ძალისხმევას და არასტანდარტულ ხედვას მოითხოვს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ღალატი ან პარტნიორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. არ მოიწყინოთ - წინ ახალი ნაცნობობა გელით.

ქალწული

ეს დღე საკუთარი ეგოიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ოჯახისთვის სასარგებლო ნივთს შეიძენთ. გირჩევთ, მთელი ოჯახით სტუმრად წახვიდეთ ან სტუმრები მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული თავგადასავალი გელით - შესაძლოა, ვიღაცის გრძნობების ობიექტი გახდეთ.

სასწორი

იწყება შინაგანი თავისუფლებისა და სულიერი წონასწორობის მოპოვების პერიოდი. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, რაც საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ. ამ დღეს თქვენი მთავარი მტერია აგრესიულობა, უფროსობის სურვილი და საკუთარი სისუსტეები. ყველანაირად მოერიდეთ უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას.

მორიელი

ეს დღე თქვენს სიმტკიცეს და გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. აზროვნება, გრძნობები, მოქმედებები მკაცრად და ჰარმონიულად იჩენს თავს. შეიძლება, სრულიად უცნობ სიტუაციაში და უცნობ ადამიანებს შორის აღმოჩნდეთ, მაგრამ ორიენტირებას ადვილად შეძლებთ. შესანიშნავი ინტუიცია და გაზრდილი გათვლა წარმატებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. ყველა წამოწყება განწირულია წარუმატებლობისთვის და, სავარაუდოდ, არც თქვენი იმედები ახდება. ნებისმიერი საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სასურველ შედეგებს არ მოგიტანთ. არ არის გამორიცხული, რომ უსიამოვნო ამბებმა შინაგანი წონასწორობა დაგირღვიოთ და ოჯახში არახელსაყრელი გარემო შექმნას.

თხის რქა

შესაშური თავდაჯერებულობა გაქვთ და ბევრის გაკეთებასაც შეძლებთ. ამ დღეს ხელსაყრელია საოჯახო ნივთების შეძენა, ქონების დაგროვება და ფულის დაბანდება. გირჩევთ, ზედმიწევნით მოემზადოთ მომავალი კვირის გეგმების განსახორციელებლად.

მერწყული

ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან. ამ მშვენიერი დღის ერთადერთი უსიამოვნება შეიძლება მცირე სისუსტე ან მოზარდ ბავშვებთან კონფლიქტი იყოს. ეცადეთ, სიბრძნე და სიყვარული გამოავლინოთ, რომ კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდეს.

თევზები

ეს დღე მოტყუებასთან, ილუზიებთან, პროვოკაციებთან და ცდუნებასთან ასოცირდება. ზედმეტმა ნდობამ და გულუბრყვილობამ შეიძლება, ვიღაცაზე დამოკიდებული გაგხადოთ, რაც სამსახურებრივ მდგომარეობაზე და ოჯახში არსებულ სიტუაციაზე გავლენას მოახდენს. სავარაუდოდ, სერიოზული გამოცდა გელით. ნებისმიერი საქმიანობა ენერგიის დიდ კონცენტრაციას მოითხოვს.


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია