29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

წარმატებული დღეა, რომელიც თქვენ წინაშე უამრავ შესაძლებლობას წარმოაჩენს. გაწონასწორებული ხასიათით, ტრადიციებისა და საყოველთაოდ მიღებული ნორმების დაცვით გამოირჩევით. თამამად შეგიძლიათ, ნებისმიერი საქმე დაიწყოთ, რადგან ყველა მიმართულებით წარმატება გელით. მშვენიერი დღეა სასიყვარულო და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი და ახლობლებელი ადამიანების ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ. გამორიცხული არაა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისა და სარისკო მოქმედებებისგან - ტრავმის ალბათობა მაღალია. ამ დღეს, შესაძლოა, ძველი მეგობრების მონახულების და გაწყვეტილი ურთიერთობების განახლების სურვილი გაგიჩნდეთ.

ტყუპები

ამ დღეს უმჯობესია, პირადი საქმეების მოგვარებაზე და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი: რემონტი, ავეჯის შეძენა ან პრობლემები მეზობლებთან ურთიერთობაში. მარტოხელა ტყუპებს ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო შეხვედრები ელით.

კირჩხიბი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დაძაბული, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მოქმედებები მოგიტანთ. ნუ მოდუნდებით და დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე ნუ დაკარგავთ. შესაძლოა, ძველ მეგობრებთან შეხვედრის და გაწყვეტილი ურთიერთობების განახლების სურვილი გაგიჩნდეთ.

ლომი

მამაკაცების პრეტენზიულობა, ემოციური გაუწონასწორებლობა და შინაგანი შფოთვა შეიძლება, პირად და პარტნიორულ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ - გულწრფელი საუბარი ურთიერთობებში მშვიდობას და ჰარმონიას მოგიტანთ. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს ქალებმა ფინანსური წარმატების წინაპირობა შექმნან. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუება გელით.

ქალწული

წონასწორობისა და სიმშვიდის დღეა, რომელიც თანხმობასა და სიყვარულში ჩაივლის. შანსი გაქვთ, რომ ამ დღეს თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას საფუძველი ჩაუყაროთ. საღამოს მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ პრობლემები დროებითია - მალე თქვენს სულში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.

სასწორი

დაძაბული დღეა. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც კომპრომისულ გადაწყვეტას მოითხოვს. გირჩევთ, კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და შემთხვევითი ნაცნობობა სრულიად გამორიცხოთ. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ, რათა კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდეს. ამ დღეს დღეს საყიდლებზე სიარულისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან შენაძენი თქვენს იმედებს არ გაამართლებს.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღემ სანერვიულო მოგიტანოთ. მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები, რაც ძველი კავშირების გაწყვეტას და ახალ ნაცნობობას უკავშირდება. გირჩევთ, არ დაივიწყოთ ადამიანები, რომლებიც მძიმე წუთებში დაგეხმარნენ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უმჯობესია, პირადი საქმეების მოგვარებასა და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. არ არის გამორიცხული, რომ სასიყვარულო პრობლემების მოგვარება წარმატებით შეძლოთ. მარტოხელა მშვილდოსნებს საინტერესო შეხვედრები და მსუბუქი ფლირტი ელით. გარემოებების ხელსაყრელი დამთხვევა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი შორსმჭვრეტელობა და ინტუიცია იზრდება. გირჩევთ, გრძნობების გამოვლენაში მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ, ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი ყურადღების ობიექტი უკეთ შეაფასოთ და შეცდომები არ დაუშვათ.

მერწყული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც სიყვარულს და მიტევებას განასახიერებს. საქმიანი და პირადი შეხვედრები, ასევე მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება გელით. გირჩევთ, დიდი ხნის უნახავი მეგობრები და ოჯახის წევრები მოინახულოთ, რომლებსაც შეიძლება, თქვენი დახმარება სჭირდებათ. საღამოს ბავშვებთან ერთად გასეირნება სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

თევზები

ეს დღე იმედგაცრუების სიმბოლოა. გირჩევთ, გრძნობების გამოვლენისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ პრობლემები მოაგვაროთ, გარემო და საკუთარი თავი უკეთესობისკენ შეცვალოთ. შესაძლოა, ოჯახის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ბავშვების საჭიროებებზე დაიხარჯოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები