9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრი შემცირების გამო გადღლა განსაკუთრებით საშიშია. პარტნიორებთან ურთიერთობაში წარმოქმნილმა გაუგებრობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საქმის მიმდინარეობაზე. ვერძმა მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ ახალი საქმის დაწყებისგან - გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. მოსალოდნელია გართულებები პირად ცხოვრებაში ან სიყვარულში იმედგაცრუება.

კურო

დაძაბული დღეა, რომელიც საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. სამსახურში მოსალოდნელია კოლეგებთან ურთიერთობაში გაუგებრობა ან კონფლიქტიც კი. ეცადეთ, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგან კონკურენტები ეცდებიან, რომ ნებისმიერი შეცდომა თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. თქვენს მოქნილობაზე და წინდახედულებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ტყუპები

გირჩევთ ამ დღეს შოპინგისგან თავი შეიკავოთ, რადგან მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ან მოტყუება. ხელსაყრელი დროა მოგზაურობის, ფიზიკური აქტივობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და არც ტრადიციული მედიცინის შესახებ დაივიწყოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პრობლემები და სირთულეები ახლავს. შესაძლოა, რომ ახლობელი ადამიანისგან სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და თქვენს მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. გამორიცხული არ არის, რომ მისი დახმარება მოგიწიოთ.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა, დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციებისა და თქვენი შინაგანი არასტაბილურობის გამო, იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებებმა და იმპულსურმა ქმედებებმა შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. მამაკაცებს ვურჩევთ, ახალ ნაცნობებს და სასიყვარულო თავგადასავლებს ერიდონ, ქალები კი სასურველია, უკიდურესობებში არ გადაცვივდნენ და ზომიერება შეინარჩუნონ. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.

ქალწული

სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში საოჯახო საქმეები ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ „ოქროს შუალედი“ შეინარჩუნოთ და სასურველი რეალობად არ მიიღოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და კმაყოფილებას მოგიტანთ.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, თუმცა მაცდური შეთავაზებებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მოსალოდნელია გაუგებრობები ან უთანხმოება პარტნიორებთან, საყვარელ ადამიანთან, ბავშვებთან და გაუთვალისწინებელი ხარჯები.

მორიელი

საშიში დღეა - გაზრდილია დაზიანებების, უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების რისკი. სიფრთხილე, ყურადღება და წინდახედულება დაგეხმარებათ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ადამიანების დარწმუნების უნარი და პირადი ხიბლი, თუმცა, კომერციულ ოპერაციებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. სასიყვარულო პაემანი ან პარტნიორის მოქმედება გარკვეულ იმედგაცრუებას მოგიტანთ.

თხის რქა

პარტნიორული ურთიერთობები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი იქნება. მარტოხელა თხის რქებს საინტერესო შეხვედრა და ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი ნაცნობობა ელით. ქცევის ტაქტიკის სიტუაციის მიხედვით შეცვლის უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალის გამოვლენისთვის ხელსაყრელი დღეა. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე, ასე რომ - უნდა ეცადოთ.

თევზები

ეს დღე ცვლილებებს განასახიერებს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება პირად ცხოვრებაში. მარტოხელა თევზებს უჩვეულო შეხვედრა ელით, რომელიც მათი ცხოვრების წესს შეცვლის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდეს. დაქორწინებულ წყვილებს რთული პერიოდი დაუდგებათ, რომელიც მათი გრძნობების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები