1-ლი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესაძლოა, თქვენმა გეგმებმა უახლოესი მომავლისთვის კარგი ფულადი შემოსავალი მოგიტანოთ. ახალი იდეების ან ახალი სამოქმედო სტრატეგიის წყალობით საქმიან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ, თუმცა ეცადეთ, საკუთარ გეგმებზე ყველასთან არ ისაუბროთ. ამან შეიძლება, არაკეთილმოსურნეთა ყურადღება მიიქციოს. თვალი ადევნეთ მინიშნებებს და ეცადეთ, სწორად ახსნათ.

კურო

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ხორციელი ცდუნება, ტყუილები და ცრუ დაპირებები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილმა ახალმა ადამიანებმა შეიძლება უამრავი უსიამოვნება მოგიტანოთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში ფული დაკარგოთ. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლის და მჭრელ საგნებთან ურთიერთობის დროს - მოსალოდნელია ტრავმა. ამ დღეს თქვენი შინაგანი განწყობა გარე სამყაროზეა დამოკიდებული.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. დიდი ცვლილებები გელით. შესაძლოა, პარტნიორთან ერთობლივი პროექტი დაიწყოთ, რაც, სავარაუდოდ, წარმატებით დასრულდება. ოჯახში და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს.

კირჩხიბი

ამ დღეს ფინანსური თვალსაზრისით წინსვლა გელით. სავარაუდოდ, მთელი დღე დაძაბული შრომა გელოდებათ, რაც სასურველ შედეგს მოგიტანთ. სირთულეების, წინააღმდეგობის და შეცდომების მიუხედავად, დიდი წარმატება გელით.

ლომი

ახალი იდეების ან ახალი მოკავშირეების დახმარებით საქმიან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ. ამ დღეს საქმე თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებას მოითხოვს. სავარაუდოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის შეცვლას და ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროს ზუსტი ანარეკლია. დროა, მუშაობას ახალი ძალით შეუდგეთ. შესაძლოა, უახლოეს მომავალთან დაკავშირებით ახალი გეგმები გაგიჩნდეთ, რომლებიც კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. გირჩევთ, საკუთარი ჩანაფიქრის შესახებ არავისთან ისაუბროთ, რადგან ამით არაკეთილმოსურნეთა ყურადღებას მიიქცევთ. ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, შეიძლება უამრავი უსიამოვნება მოგიტანონ. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ ტრავმებს, რადგან ამის რისკი საკმაოდ მაღალია.

სასწორი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. ერიდეთ კატეგორიულობას, დაცინვას, უსარგებლო საუბრებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოიტანოს. ეცადეთ, პიროვნული მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. ეს ახალ მოკავშირეებს შეგძენთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარუმატებლობა გელით. ეცადეთ სიტუაცია რეალურად შეაფასოთ და პროფესიულ პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ. სასარგებლოა ინდივიდუალური შრომა.

მშვილდოსანი

დიდი ცვლილებები გელით. პლანეტები წარმატებას გპირდებიან, თუმცა ამისთვის ხანგრძლივი და დაძაბული შრომა იქნება საჭირო. გაითვალისწინეთ, რომ ცდუნებების აყოლამ და ადამიანებზე მცდარმა წარმოდგენებმა შესაძლოა, კომერციულ და შემოქმედებით საქმიანობაში დაგაზარალოთ.

თხის რქა

გაითვალისწინეთ, რომ ახალმა ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანონ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს და ეცადეთ, სწორად განმარტოთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

მერწყული

მძიმე დღეა, ამიტომ ეცადეთ, ემოციები დაიცხროთ .თქვენი ტაქტი და თავშეკავება მომავალში სათანადოდ დაფასდება. საღამოს სასიამოვნო სიახლეები გელით. ბავშვებისა და ხანდაზმული მერწყულებისთვის სასურველია გაციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მკურნალობა. ერიდეთ, მედიკამენტებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

თევზები

სურვილების ახდენისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მიმდინარე მოვლენების ახლებურად შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა შეძლოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ორგანიზმს სრულფასოვანი დასვენება სჭირდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები