29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს მთლიანად პარტნიორების მოქმედებებზე იქნებით დამოკიდებული, ამიტომ გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ. ბიზნესმენ ვერძებს წარმატება ელით.

კურო

სავარაუდოდ, გავლენიანი მფარველი თქვენს მხარდაჭერაზე უარს იტყვის. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა არ დაარღვიოთ. ბევრი შეხვედრა, დამაიმედებელი მოლაპარაკებები და შესაძლოა, მაცდური პერსპექტივები გელით. სხვადასხვა ბიზნესოპერაციების წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.

ტყუპები

ძალიან აქტიური დღეა. მეგობრებთან ან ნათესავებთან საქმიანი შეხვედრები ან სატელეფონო საუბარი გელით. ნებისმიერი, ყველაზე დახლართული საქმიდანაც კი გამარჯვებული გამოხვალთ. მთავარია, ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, პაემანი დანიშნოთ. თქვენი მომხიბვლელობა ყველაზე გულცივ ადამიანსაც კი დაამარცხებს.

კირჩხიბი

ცვლილებებითა და სიახლეებით მდიდარი დღეა. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი თქვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული. მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. მცირე კონფლიქტის გამო შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში აღმოჩნდეს.

ლომი

გამოცდილება ფინანსების სწორად წარმართვის გზებს გიკარნახებთ. ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი საკუთარი თავის მიმართ რწმენას დაგიბრუნებთ. ეცადეთ, მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ. სავარაუდოდ, ძველ სიყვარულთან ურთიერთობას განაახლებთ.

ქალწული

შეიძლება, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომ ტაქტისა და გამძლეობის მაქსიმალურად გამოვლენა მოგიწიოთ. ბიზნესმენი ქალწულები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. ახალ ბიზნესპარტნიორებთან კავშირები შეიძლება, ძალიან ძლიერი და შედეგიანი აღმოჩნდეს. ავტომობილის მართვის დროს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

სასწორი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. შესაძლებელია, ფინანსური შემოსავალი მიიღოთ, თანაც - არაერთი ადგილიდან. სიტუაციაში გარკვევის მცდელობა უშედეგო იქნება. გირჩევთ, ცოტა მოითმინოთ და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ.

მორიელი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში გასაოცარი წარმატება გელით. სიყვარულში იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ კატეგორიულ მსჯელობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრაციას მოითხოვს. სხვადასხვა ბიზნესოპერაციებში წარმატება და ფინანსური შემოსავალი გელით.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოსალოდნელია სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება. სავარაუდოდ, საღამოს მხიარული პაემანი გელით. თავი შეიკავეთ დომინირების სურვილისა და ადამიანებში ნაკლის ძებნისგან, თორემ შეიძლება, მალე მარტო დარჩეთ.

თხის რქა

ამ დღეს უხილავ ადამიანად უნდა იქცეთ, რათა ვერავინ შეგამჩნიოთ. საშინელ განწყობაზე ხართ, მაგრამ შეიძლება, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა, ბზარი გაჩნდეს.

მერწყული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მერწყულებისთვის. ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს, თუნდაც მანამ, სანამ ყველა ძველ საქმეს არ დაასრულებთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი აქტივობები ახალი იდეებით შთაგაგონებთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველ სიყვარულთან ურთიერთობა განაახლოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა საქმიანი წამოწყებისთვის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს თავი აარიდოთ, რადგან ეს თქვენს ურთიერთობას ჩიხში შეიყვანს. ხელსაყრელი დროა რემონტის დაწყების ან ავეჯის შეძენისთვის. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები