4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საკუთარ მიზნებსა და ამოცანებში გაერკვეთ და სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში განახორციელოთ და საღამო მთლიანად ოჯახს და შვილებს დაუთმოთ.

კურო

გირჩევთ, ამ დღისთვის საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედოდ მიგაჩნდათ, ნაყოფს გამოიღებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ეცადეთ, თვალთახედვის არედან წუთითაც არ დაკარგოთ. კურო ქალბატონებმა ყველაფერი გულთან ახლოს არ უნდა მიიტანონ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა. ტყუილად ნერვიულობთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. კომერციული ოპერაცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია დახმარება საზღვარგარეთიდან. გირჩევთ, საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კამათი გელით - ცხოვრებაზე თქვენი და მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ხანგრძლივი და დაძაბული შრომა ამ დღის სიმბოლოა.

ლომი

ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი მოგზაურობისა და მოლაპარაკებებისთვის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. სამსახურის ხელმძღვანელებთან რთული და დაძაბული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ, თქვენ სასარგებლოდ დასრულდება და რეპუტაციის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

პლანეტების განლაგება დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ, რადგან დილას თავს შეუძლოდ და ძალაგამოცლილად იგრძნობთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა დროებითია, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასწორი

ამ დღეს ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და მეტი დაისვენოთ, რადგან რამდენიც არ უნდა იწვალოთ, მიზანს მაინც ვერ მიაღწევთ. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. გირჩევთ, ფინანსური პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის. პლანეტების განლაგება ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაგეხმარებათ. დაგროვილ საქმესთან გამკლავება დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ეცადეთ, დროებითი პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, სანთლის შუქზე რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ კომერციული ოპერაციების წარმატებით დასრულება პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ხელსაყრელია დღეა ქალაქგარეთ გასეირნებისა და მოგზაურობისთვის. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, გირჩევთ, ჩემოდნების ჩალაგება დაიწყოთ. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც, წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გარკვევისგან და მეტი დრო საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმეთ.

მერწყული

შესაძლოა, მაღალჩინოსნებისგან თხოვნაზე უარი მიიღოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - სირთულეებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებების მოსანახულებლად, რადგან მკაფიო და კვალიფიციურ კონსულტაციას მიიღებთ და მნიშვნელოვანი საკითხები სწრაფად მოგვარდება.

თევზები

მოვლენებითა და სიახლეებით სავსე, აქტიური დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის გადახდა გთხოვოთ. შუადღის შემდეგ თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვლება და თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ. თუ ხვდებით, რომ პრობლემას მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება უფროს ნათესავებს ან მეგობრებს სთხოვეთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია