12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ თამამად დანებდეთ გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა გელით. დროა დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.

კურო

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის. მამაკაცები რაინდული საქციელისკენ არიან განწყობილნი. ფრთხილად იყავით სპორტული ვარჯიშის დროს - მოსალოდნელია ტრავმა. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპები

ამ დღეს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯები გელით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას მოახერხებთ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ენერგიის სიმცირეს არ უჩივით და შეგიძლიათ, ბევრი დაწყებული საქმე დაასრულოთ. ფრთხილად იყავით – დღის ბოლოს შეიძლება სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. დროა, ხანგრძლივი შრომის შედეგი მიიღოთ.

ლომი

ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. შესაძლოა, გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. გირჩევთ, ამ დღეს სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ.

ქალწული

სავარაუდოდ, კოლეგებთან, მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გექნებათ. შემოქმედებით სფეროში დასაქმებულ ქალწულებს წარმატება და აღიარება ელით. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება, ზოგიერთი ნაცნობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა დაგჭირდეთ.

სასწორი

სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ამ დღეს ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო და ოპტიმალურ გზას იპოვით. ერთგული მეგობრების რჩევები და გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

მორიელი

ამ დღეს სავსებით შესაძლებელია ბიზნესში სერიოზული ცვლილებები. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას გააქარწყლებს. ხელსაყრელი დროა ექიმთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.

მშვილდოსანი

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად უმკლავდებით. თუ ეს შესაძლებელია, მივლინებაში წასვლა რამდენიმე დღით გადადეთ. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ნერვიულობის შედეგად ქრონიკული დაავადებების გამწვავების საფრთხე, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მშენებლების, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული თხის რქებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, რაც შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეცადეთ, ვითარება დროულად განმუხტოთ, თორემ ხვალ შეიძლება გვიან იყოს.

მერწყული

პასიური დღეა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც ახლავს. ბოლოს და ბოლოს, საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. ახალ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობა წარმატებული იქნება. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან, შინაურ ატმოსფეროში გაატაროთ.

თევზები

დილიდან პრობლემებს უნდა ელოდოთ, მაგრამ არ იდარდოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. ერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, რასაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვეს. სასურველია საღამო სასიამოვნო გარემოში, ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები