15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. ჯობია, რომანტიკული პაემანი სხვა დროისთვის გადაიტანოთ - ამჟამად ამისთვის არახელსაყრელი დროა. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, დღეს საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

მშვენიერი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი ჰორიზონტის გასაფართოებლად. შესაძლოა, ფინანსური ხასიათის პრობლემები შეგექმნათ. გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ და საღამო ოჯახთან ერთად დასვენებას და გართობას დაუთმოთ.

ტყუპები

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. ოჯახში დაძაბული გარემო გაიძულებთ, რომ შვება მეგობრების კამპანიაში ეძებოთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ. ეცადეთ, ყველა პრობლემა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უფროს თაობასთან ურთიერთობაში პრობლემები გელით - მშობლებმა თუ რაღაც გადაწყვიტეს, მათი გადარწმუნების მცდელობა უშედეგოა. მოერიდეთ გადაღლას და ეცადეთ, ადრე დაიძინოთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით განხორციელდება. გამორიცხული არ არის დახმარება საზღვარგარეთიდან.

ლომი

გამჭრიახობა და მტკიცე ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ხანგრძლივი შრომა და მონდომება კი სასურველ შედეგს მოგიტანთ და საკუთარი თავით დიდხანს იამაყებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან.

ქალწული

ამ დღეს თამამი იდეების განხორციელებას შეძლებთ. თუ მსუბუქ დეპრესიას და ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. სამსახურში, უფროსთან რთული საუბარი გელით, თუმცა შედეგები თქვენთვის ხელსაყრელი იქნება და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. გაითვალისწინეთ, რომ ცდუნებების აყოლა ფინანსურ სირთულეებს შეგიქმნით. ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი კარგად დაგეგმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ. ჩანაფიქრის განხორციელება სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მორიელი

მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ემოციური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რაც მალე სანანებელი გაგიხდებათ. ამ დღეს თავი შეიკავეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარებისა და დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან. დღის მეორე ნახევარში უჩვეულოდ ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან კამათი და დაპირისპირება გელით. ფრთხილად იყავით - გამორიცხული არ არის საკვებით მოწამვლა. სამუშაოს ნაკლებობას არ უჩივით, მაგრამ ეს, როგორც არასდროს, ისე გაღიზიანებთ და გღლით. ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა საქმიანი მივლინებებისა და მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი აქტიურობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ არ ინერვიულოთ - ეს მალე გაივლის. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება, შესაძლებელია დახმარება საზღვარგარეთიდანაც.

მერწყული

პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევისგან თავი შეიკავოთ.

თევზები

ამ დღეს რამდენიც არ უნდა ეცადოთ, წარმატებას ვერ მიაღწევთ, ამიტომ ეცადეთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ. გამორიცხული არ არის, რომ ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - მნიშვნელოვანი საკითხები დაუყოვნებლად მოგვარდება და კმაყოფილი დარჩებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები