31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

გირჩევთ ამ დღეს საკუთარი და თქვენი საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაზე იზრუნოთ, რადგან ტრავმის ალბათობა იზრდება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.

კურო

ზოგჯერ ფიზიკური აქტივობა დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლების შესანიშნავი საშუალებაა - სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ. ოჯახში სიმშვიდე და მყუდროებაა და შესანიშნავ განწყობაზე ხართ. გირჩევთ, ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ, რადგან ტრავმის რისკი მაღალია. სასურველია, მენიუდან გამორიცხოთ მარილიანი და ცხარე კერძები და შეზღუდოთ ალკოჰოლური სასმელები.

ტყუპები

პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, თქვენ წინაშე სრულად გამოჩნდება. ეცა,დეთ პირველ რიგში ის პრობლემები გადაჭრათ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს ნათესავებთან. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ზღვარს არ გადახვიდეთ.

კირჩხიბი

არახელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ სიზარმაცემ და უყურადღებობამ შეიძლება, თქვენი მიღწევები გააცამტვეროს და ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, დღესასწაული ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს თავს ემოციურად ამაღლებულად იგრძნობთ . ფრთხილად იყავით და არავითარ შემთხვევაში წინდახედულება არ დაკარგოთ. ეცადეთ, რომ ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. გირჩევთ, დღის პირველ ნახევარში ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ და სტუმრების მოსვლისთვის მოემზადოთ.

ქალწული

ამ დღეს ეცადეთ, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა სესხის აღებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის. სასურველია, რომ სადღესასწაულო სუფრაზე ზომიერება გამოიჩინოთ, განსაკუთრებით ალკოჰოლურ სასმელებთან.

სასწორი

შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. ერიდეთ, ნაჩქარევი დაპირებების გაცემას და ახლობელი ადამიანების დაუმსახურებელ კრიტიკას, რათა ოჯახში კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და ტაქტი გამოიჩინოთ.

მორიელი

შესაძლოა, საკუთარი ილუზიების ტყვე გახდეთ და თავის მოტყუება სცადოთ. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს, თორემ შეიძლება, პრობლემები შეიქმნათ. პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ დაწინაურება მოითხოვოთ. მხიარული წვეულების შემდეგ შეიძლება, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.

მშვილდოსანი

დილიდან თავს დაღლილად და გაღიზიანებულად იგრძნობთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, თუმცა საღამომდე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და დღესასწაულს მხნედ და ხალისიანად შეხვდებით. სავარაუდოდ, საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, მოგებას მოგიტანთ.

თხის რქა

მოდუნდით და დღესასწაულისთვის განეწყვეთ - საქმე მოიცდის. ფინანსების მართვა შესანიშნავად გეხერხებათ, თუმცა მუდმივად ცდუნებებს ებრძვით. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. ეცადეთ, მთელი ყურადღება ოჯახზე და ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ.

მერწყული

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებით და ინტრიგებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ კატეგორიულობას და უხეშობას. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. უახლოეს დღეებში გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

თევზები

ვარსკვლავები ახალი წლის ღამეს ამაღლებულ განწყობას გიწინასწარმეტყველებენ. ეცადეთ, ამ დღეს ტოლერანტულები იყოთ. ნუ აჩვენებთ თქვენს უკმაყოფილებას იმ ადამიანებს, ვისი ცხოვრებაც არ მოგწონთ. ისწავლეთ სხვისი თვალსაზრისის პატივისცემა. სადღესასწაულო სუფრაზე მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების გასინჯვას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია