3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის - ვარსკვლავების განლაგება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა საქმიანი წამოწყებისთვის. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ურთიერთობებში გაუგებრობას გააქრობს. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, საღამოს მთელი ოჯახით ბუნებაში გაისეირნოთ.

კურო

დროა მარტოობას წერილი დაუსვათ და მოზღვავებულ გრძნობას მთლიანად დანებდეთ. თუ შესაძლებელია, მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ. სასურველია, რომ ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ და სტუმრების მოსვლისთვის მოემზადოთ. საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ.

ტყუპები

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ვარსკვლავების განლაგება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ახალი იდეების დახმარებით დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. საქმე, რომელიც სრულიად უიმედოდ მიგაჩნდათ, ნაყოფს გამოიღებს. დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ სახლში და სამსახურში მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ლომი

არ ინერვიულოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. სამსახურში მიღწეული წარმატების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. მეგობრის დახმარებით პრობლემას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, წარმატებით მოაგვარებთ.

ქალწული

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ უამრავ შფოთვას და მღელვარებას მოგიტანთ. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ახლა რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დროა. სავარაუდოდ, საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შემოსავალს მოგიტანთ.

სასწორი

ეს დღე კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებს მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებთან ან უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ და შენიშვნა არ დაიმსახუროთ. გამორიცხული არაა, რომ სამართლებრივი საკითხების მოგვარება და სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა ახალ პერსპექტივებს გააჩენს. მთავარია, მომენტი დროულად შეარჩიოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სერიოზული ცვლილებები გელით. სიახლე, რომელიც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. ერიდეთ ვირუსულ და ინფექციურ დაავადებებს და გაციების პირველივე სიმპტომების დროს ექიმს დაუკავშირდით.

თხის რქა

ამ დღეს პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. არ აჩქარდეთ, ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და შესაძლებლობა გექნებათ, ჩანაფიქრი განახორციელოთ. ნუ დაივიწყებთ ოჯახის უფროს ნათესავებს - ამჟამად მათ თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მერწყულებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთების საშუალებას არ გაძლევთ, მაგრამ ეცადეთ, ეიფორიიდან გამოერკვეთ და დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ.

თევზები

პასიური დღეა, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ყოველი შემთხვევისთვის, ეცადეთ, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან თავი შეიკავოთ, რადგან ეს, გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ. საღამოს შესაძლოა, საოჯახო საქმეების კეთება და ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები