8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის. ბავშვებთან სიახლოვე ყველა საზრუნავს დაგავიწყებთ. გამოცდილება და რეაქციის სისწრაფე ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების საშუალებას გაძლევთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებსა და არქიტექტორებს გაუღიმებს.

კურო

დღის პირველ ნახევარში სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. ემოციები აკონტროლეთ, რათა უნებურად საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. სავარაუდოდ, უფროს ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

ტყუპები

ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ შეჩერდით და მოქმედებისთვის უფრო შესაფერის დროს დაელოდეთ. სასურველია, საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ. იზრდება ტრავმის რისკი, ამიტომ სპორტული ვარჯიშის დროს სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაგიუმჯობესდებათ.

კირჩხიბი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი კირჩხიბებისთვის. არ არის გამორიცხული მოულოდნელი წინადადება ან შეხვედრა ძველ პარტნიორთან. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. სავარაუდოდ, მფარველს ან სპონსორს იპოვით.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ, უფროს ადამიანებთან ურთიერთობისას პატივისცემისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. დღის ბოლოს შესაძლოა, მოვლენები მოულოდნელად განვითარდეს და მოხდეს ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდით.

ქალწული

თუ გრძნობებთან გამკლავება გიჭირთ და ხვდებით, რომ მხოლოდ მასზე ფიქრობთ, ეცადეთ, მარტოხელა ცხოვრება დაასრულოთ. ამ დღეს ბევრი გადაუდებელი საქმის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან სიამოვნება ან სარგებელი მოგიტანოთ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვა დროისთვის გადაიტანოთ.

სასწორი

ეს დღე კარგია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. გამოცდილება და ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა მოახერხოთ. მეგობრის დახმარებით ძველი პრობლემის ახლებურად გადაჭრის საინტერესო გზას აღმოაჩენთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

მშვილდოსანი

ამ დღეს ენერგიით და ოპტიმიზმით სავსე ხართ და სამსახურში თავს გამოიჩენთ. თქვენი იდეა კოლეგებისა და ხელმძღვანელობისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. დროა, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობაა მოსალოდნელი, თუმცა თქვენი შიში უსაფუძვლოა. უმჯობესია, სასიყვარულო პაემანი სხვა დროისთვის გადადოთ - ამჟამად ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით - იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. დიდი შანსია, რომ მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

მერწყული

ამ დღეს მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგოს და ნაწყენი დარჩეს. თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემთ, შესაძლოა, ფინანსური და მატერიალური ხასიათის პრობლემები თავიდან ვერ აიცილოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე უთანხმოება კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

თევზები

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. დაძაბული ოჯახური ატმოსფერო გაიძულებთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დროულად გაარკვიოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია