13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ძალიან აქტიური და საქმიანი დღეა. შეიძლება ჩიხურ ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ შეგიძლიათ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას გეგმავთ, ეცადეთ ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდეთ. სავარაუდოდ ახალი გატაცება გელით.

კურო

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. მოერიდეთ ნერვიულობას, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას ანგრევს. თქვენმა სიამაყემ და თავდაჯერებამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. სავარაუდოდ, შორიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული კავშირი გელით.

ტყუპები

რაც ყველაზე კარგად გამოგდით ფინანსების სწორად განაწილებაა. გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ უმკლავდებით. ეცადეთ, საღამოს კარგად დაისვენოთ. გირჩევთ, ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

კირჩხიბი

ამ დღემ შეიძლება ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია მოიტანოს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. ბინის გარემონტება გსურთ, მაგრამ შესაძლოა, თქვენს სურვილს ოჯახმა მხარი არ დაუჭიროს, რაც ხანგრძლივ დებატებს გამოიწვევს.

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია ცვლილებები. თუ მეგობრებმა კონცერტზე ან კინოში დაგპატიჟეს, უარს ნუ იტყვით - საინტერესო ნაცნობობა გელით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში იშვიათი წარმატება გელით. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობის დროს.

სასწორი

შესაძლოა, დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ.

მორიელი

ეცადეთ, ამ დღეს უხილავი ადამიანი გახდეთ და ვერავინ შეგამჩნიოთ. არის გამორიცხული არასახარბიელო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. სამაგიეროდ, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატება გელით.

მშვილდოსანი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება შემოქმედი ადამიანებისთვის. ხანმოკლე სამსახურებრივი რომანი, კოლეგებისა და უფროსების მხრიდან ღია მტრობის გარდა, არაფერს მოგიტანთ. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. სასურველია, ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

მერწყული

იქნებ დროა, რომ მუშაობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად სიყვარულს მიუძღვნათ. სახლში ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ სამსახურს ვერ სწყდებით. საქმიანი შეხვედრისა და მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლოა, მაცდური პერსპექტივა გამოგიჩნდეთ.

თევზები

შესანიშნავი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საქმე, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. თუ ალერგიული ხართ, ამ დღეს განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს უნდა ერიდოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები