20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ორგანიზებისა და დისციპლინის მხრივ ბევრი პრობლემა გელით. დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში დარჩენა გიჭირთ. სწორედ ამას უკავშირდება შინაგანი კონფლიქტი, როდესაც სულის ერთი ნახევარი წესრიგისკენ, ხოლო მეორე ნახევარი ქაოსისაკენ ისწრაფვის. საკითხავი ისაა, რომელი გაიმარჯვებს.

კურო

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები და ინტერესები რამდენჯერმე შეიცვლება. თუ გსურთ შედეგს მიაღწიოთ, თქვენი მრავალრიცხოვანი გეგმებიდან ყურადღება რომელიმე ერთზე უნდა გაამახვილოთ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს ეს შეძლოთ.

ტყუპები

მთელ დღეს საბრძოლო განწყობაზე გაატარებთ. არა, ომის გამოცხადებას არ აპირებთ. გირჩევნიათ ომი გამოუცხადებლად დაიწყოთ და მოწინააღმდეგის დაბნეულობით ისარგებლოთ. რა გასაკვირია, რომ ასეთი განწყობით მთელ დღეს კონფლიქტებში გაატარებთ.

კირჩხიბი

შეიძლება მოულოდნელად ნებისმიერმა უმნიშვნელო საკითხმა გაგიტაცოთ. დღის განმავლობაში იმდენი ასეთი საკითხი დაგროვდება, რომ თავადაც ვეღარ ხვდებით, რა უფრო გიზიდავთ. ასე რომ, ამ დღეს ცვალებადი და მერყევი კიირჩხიბისგან მარადიული გრძნობების იმედი არავის უნდა ჰქონდეს.

ლომი

შესაძლოა, რაღაც უმნიშვნელო საქმემ. ეს რაღაც თქვენს ყურადღებას იმდენად მიიქცევს, რომ ამის გამო შეიძლება ნამდვილად მნიშვნელოვანი რამ გამოტოვოთ. ამიტომ ამ დღეს სერიოზული არაფერი დაგეგმოთ და მთელი დრო შემოქმედებას ან სიყვარულს დაუთმეთ.

ქალწული

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამყაროს ცენტრი სადღაც თქვენს ახლოს გადის. ყველაფერს აკეთებთ, რომ სიტუაცია გამოასწოროთ და მოვლენების ცენტრში მოხვდეთ. მთავარია არ გადააჭარბოთ, რადგან ცენტრში ყოფნა ყოველთვის კარგი არ არის.

სასწორი

შესაძლო ამ დღეს შინაური დიქტატორის როლი მოირგოთ, თუმცა თავად ამაზე განსხვავებული პოზიცია გაქვთ. თუ სიტუაციის ზედმეტად გამწვავება არ გსურთ, ეცადეთ, საუბრის დროს მბრძანებლური ნოტები შეამციროთ და ოჯახის წევრებს მეტი პატივისცემით მოეპყროთ.

მორიელი

ამ დღეს აკვიატებული იდეები შეგაწუხებთ. ამ მდგომარეობაში გირჩევთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ, რათა უაზრო კამათი თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი

თქვენი აზრით, მისაღებია წესი: „თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, მაშინ შეგიძლია გააკეთო“. კარგი იქნება, თუ ამ ფორმულას სიტყვას „ზომიერს“ დაამატებთ, მაშინ მართლაც არაფერი დაშავდება.

თხის რქა

ამ დღეს გარშემო მყოფებზე მბრძანებლობის სურვილი გაგიჩნდებათ. თუ საკუთარ თავში ლიდერის თვისებებს გრძნობთ, მაშინ იმოქმედეთ, მაგრამ თუ ეს თვისებები გაკლიათ, არც უნდა სცადოთ. უმჯობესია, თქვენი ბობოქარი ენერგია სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ - ნამდვილად არ ინანებთ.

მერწყული

რომელიღაც ახლობელი ადამიანი შეუმჩნევლად, გაჭიანურებულ კამათში ჩაგითრევთ ან ისეთი საქმის გაკეთებას გაიძულებთ, რომელიც არაფერში გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ამას მთელი ძალით შეეწინააღმდეგებით, მაგრამ საეჭვოა, თქვენი წინააღმდეგობა წარმატებული იყოს.

თევზები

ამ დღეს თქვენი ცხოვრება ნათელი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსეა. წვრილმან უსიამოვნებებს გადაჭარბებული ყურადღება არ მიაქციოთ. ამით მხოლოდ განწყობას გაიფუჭებთ და სხვებსაც ნერვებს მოუშლით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები