ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია მისი ყოფილი მძღოლი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ვალეში.
როგორც უწყება აცხადებს, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ.-ს უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს და მისგან ცდილობდა 50 000 ლარის გამოძალვას. ასევე, დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები