წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული
სიგარეტი აღმოაჩინეს.
22-26 დეკემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტებში
„სარფი“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის
საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის
მოქალაქეების ლ.ბ.-სა და ა.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად,
ჯამში, 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და
თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
წყარო: tv4.ge