21 თებერვალი: დედა ენის საერთაშორისო დღე
გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტის აზრით, უმრავლესობისათვის ენა არის ის არსებით ნიშანი, რაც მათ იდენტობასა და თვითმყოფადობას განსაზღვრავს, ეს განზომილება კი ადამიანის განუმეორებელი მახასიათებელია და აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს .

"იგი არის მნიშვნელოვანი კავშირი ჩვენს წარსულთან, მთავარი ხიდი ჩვენს კულტურებს შორის და უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ცოდნის, მეხსიერების და ისტორიის გაზიარებისათვის", - განაცხადა უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა, ფერნან დე ვარენესმა განცხადებაში, რომელიც 21 თებერვალს - დედაენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა 2019 წელს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მკვიდრი/ძირძველი ენების საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ განხადებაში.

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ "ენობრივი საკითხები ხშირად მოიცავს ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორც უმცირესობებთან, ასევე მკვიდრ, ძირძველ ხალხებთან მიმართებაში და წმინდა ლინგვისტური და კულტურული მოცემულობის მიღმა იმყოფება." მან ასევე აღნიშნა, რომ ენა არის ძალა და განათლების არარსებობა უმცირესობათა და ძირძველი ხალხის ენებზე ან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მათი უგულებელყოფა ხშირად, ამ ხალხების იზოლაციისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.

"მსოფლიოს ლინგვისტური მრავალფეროვნების სიმდიდრისა და სილამაზის აღნიშვნის ფარგლებში, მნიშველოვანია იმ იდეოლოგიის დაძლევა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებასა და სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ენა უნდა გააჩნდეთ და უნდა გამორიცხონ ყველა სხვა ენა, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება უმცირესობებისა და ძირძველი ხალხის ლინგვისტურ უფლებებს. ამდენად, დედა ენის საერთაშორისო დღე ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციისა და აღნიშვნის კარგი შესაძლებლობაა და ამასთან, უმცირესობათა და ძირძველი ხალხის ენასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების აღიარების და დაცვის გამოხატულებაა.“

ენასა და განათლებას გასაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უმცირესობათა საკითხების შესახებ გაეროს 2019 წლის ფორუმზე, ისევე როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ფერნან დე ვარენსის მანდატის ფარგლებში ორგანიზებულ რეგიონალურ ფორუმებზე.

შეჯამება

დოქტორი ფერნანდ დე ვარენესი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი უმცირესობათა საკითხებში, სამხრეთ აფრიკაში პრეტორიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საგანგებო პროფესორია. იგი ასევე არის ჩენ იუ ტუნგის მოწვეული პროფესორი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის (Galway) ადამიანის უფლებათა ცენტრის მოწვეული პროფესორი. ის არის უმცირესობათა უფლებების ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საერთაშორისო სამართალში და გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი პუბლიკაცია - 30 ენაზე.

სპეციალური მომხსენებლები ადამიანის უფლებათა საბჭოს ე.წ. სპეციალური პროცედურების შემადგენელი ნაწილია. სპეციალური პროცედურები - გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელი ექსპერტების უმსხვილესი ორგანო - წარმოადგენს ზოგად დასახელებას საბჭოს დამოუკიდებელი მექანიზმების ფაქტებისა და მონიტორინგის დადგენის, რომელიც შეისწავლის სიტუაციებს კონკრეტულ ქვეყნებში ან იკვლევს თემატურ საკითხებს მსოფლიოს ყველა კუთხეში.

სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ; ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს მათი საქმიანობისთვის. ისინი დამოუკიდებელნი არიან ნებისმიერი მთავრობისა და ორგანიზაციისაგან და მოქმედებენ ინდივიდუალური შესაძლებლობებით.


დამიანოს სერეფიდის
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები