ქურთლიარის სკოლაში ხოჯალოს გენოციდი გაიხსენეს
დღეს, 26 თებერვალს მარნეულის რაიონის სოფელ ქურთლიარის საზოგადოებრივ ცენტრში „ხოჯალოს“ გენოციდის დროს დაღუპულებს წუთერი დუმილით პატივი მიაგეს. სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარებულ ღონისძიებაში მათ ხოჯალოში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

ღონისძიების მონაწილეებმა თქვეს, რომ ხოჯალოში მომხდარ გენოციდში დამნაშავეების დასჯას და მსოფლიო საზოგადოების მხრიდან აღნიშნული ფაქტის გენოციდად მიღება აღნიშნეს.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

1992 წელს 26 თებერვალს სომხეთის შეეარაღებული ძალები ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე მოტოსროლელი დივიზიის მონაწილეობით ქალაქ ხოჯალიში მცხოვრები მკვიდრების წინააღმდეგ გენოციდი განახორციელეს. მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშბევი მოკლეს.

კერძოდ, ხოჯალოს მოსახლეობის 613 კაცი მოკლული, ხოლო 487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი – მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი. 150 კაცის ბედი დღემდე გაურკვეველია, უგზოუკვლოდ არიან დაკარგული. ხოჯალოში ამოხოცილი 613 ადამიანიდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული.

24-მა ბავშვმა მშობლები 130 -მა კი მშობელთაგან ერთი დაკარგა. ხოჯალოს გენოციდის წლისთავი აზერბაიჯანში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. აზერბაიჯანის საელჩოები და დიასპორა ყოველ წელს 26 თებერვალს მოსახსენებელ ღონისძიებებს და კონფერენციებს ატარებენ. ამ ღონისძიებებში ხოჯალოს ტრაგედიის ამსახველი ფოტო სტენდები გამოიფენება და ფილმების ჩვენება იმართება.

ხოჯალოს გნეოციდის დღეს ღონისძიება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. აზერბიაჯანის საელჩოები და დიასპორის ორგანიზაციებმა 26 თებერვალს იმ ქვეყნებში, სადაც მოღვაწეობენ, მოხსენებით ღონისზიებებს ატარებენ.




რად
იო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები