404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/16/d4df3a95114cd6d4baccfc30cd42f16f.jpg" not exists.

გამყიდველი პროდუქციის ნისიად გაცემაზე უარის თქმის გამო სამმა ადამიანმა სცემა- შსს
რუსთავში სამმა ადამიანმა მაღაზიის გამყიდველს ფიზიკური შეურაცხყოფა იმის შემდეგ მიაყენა, რაც ამ უკანასკნელმა პროდუქციის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს მაღაზიიდან თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, პროდუქტი რამდენჯერმე აიღეს. იმის შემდეგ კი, რაც გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის გაცემაზე, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაშავებული პირი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print ელ. ფოსტა
თეგები: შსს რუსთავი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები